„პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვეტოს დასადებად ნიადაგს ამზადებს“

access_time2017-09-12 11:32:33

„საქართველოს პრეზიდენტის განცხადება, რომლითაც ოპოზიციურ პარტიებს კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის საკუთარი ვერსიის შექმნას სთავაზობს, სავარაუდოდ, ვეტოს დადებისთვის ნიადაგის მომზადებაა“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

 

მისივე თქმით, იმ ვითარებაში, როდესაც კონსტიტუციის პროექტი ორი მოსმენით უკვე მიღებულია, პრეზიდენტის შეთავაზება დაგვიანებულია. 



„ეს იდეა, ალბათ, პროდუქტიული იქნებოდა, რამდენიმე ვარიანტი მაშინ განხილულიყო, კომისია რომ შეიქმნა. როდესაც ამხელა გზა აქვს კონსტიტუციის იმ ვარიანტს გავლილი, რომელსაც „ქართული ოცნება“ უჭერს მხარს, მეეჭვება, რომ ახლა პროცესის თავიდან დაწყება შესაძლებელი იყოს“, - განაცხადა საყვარელიძემ.

 


„შესაძლოა, პრეზიდენტს გვიან გაახსენდა, რომ ასეთი შეთავაზების გაკეთება შესაძლებელი იყო. ან შესაძლოა, რომ ეს იყოს პირველი ნაბიჯი, ვეტოს დადებისთვის არგუმენტაცია ჰქონდეს. გამზადდეს წინადადებები იმისა, თუ რა ტიპის ცვლილებები იქნება საჭირო ვეტოს დასაბუთებისთვის. აზრი რომ გასჩენოდა ოპოზიციას ან პრეზიდენტს, იმ კომისიის მუშაობის პროცესში უნდა დაეწყოთ რამდენიმე ვარიანტის განხილვა, ემუშავათ თავიანთ ვერსიაზე, თუ არადა, უკეთესი იქნებოდა პროცესი კიდევ უფრო ადრე დაეწყოთ. ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტში იყო ცნობილი, რომ კონსტიტუციის კორექცია ხდებოდა, ეს უკვე უნდა ყოფილიყო სიგნალი იმისა, რომ კონსტიტუცია არის ეროვნული თემა და მასზე მუშაობა ყველა მათგანისთვის, ვინც პროცესით დაინტერესებულია, დროულია“, - განმარტავს რამაზ საყვარელიძე.



ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციურ პარტიებს სთავაზობს, უკვე კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის საკუთარი ვერსია შექმნან, ძირითადი წინააღმდეგობების გათვალისწინებით. „უკვე დაიდო რაღაც დოკუმენტი, ეს პოლიტიკური ფაქტია. ავიღოთ დოკუმენტი, როგორც ამოსავალი, არ დავიწყოთ დამოუკიდებელი იმპროვიზაცია, მოვნიშნოთ ძირითადი პუნქტები, რომლებიც წინააღმდეგობის თემა იყო, დავწეროთ ჩვენი ვერსია, ის, რაზეც შეთანხმდებით თქვენ და შევთავაზოთ მმართველ პოლიტიკურ ძალას, როგორც გამოსავალი. ამით ჩვენ დავანახებთ პარტნიორებს, რომ შესაძლებელია განსხვავებული დაპირისპირებული პოლიტიკური ძალები ერთად აკეთებდნენ საქმეს”, - განაცხადა მარგველაშვილმა. 

 

„ინტერპრესნიუსი“



„კრიპტოვალუტა ციფრული აქტივების ერთიანობაა“ - ქართული კომპანია კრიპტოვალუტაზე, რისკებსა და სამუშაო მექანიზმზე

person access_time2018-01-16 19:30:34
კრიპტოვალუტა ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი სიტყვაა ფულით დაინტერესებული ადამიანებისთვის, განსაკუთრებით ბოლო თვეების მანძილზე. თემის აქტუალობამ კრიპტოექსპერტებისა და კონსულტანტების აუცილებლობა განაპირობა, ხოლო მაინინგი აქტიურად მოექცა საზოგადოების ინტერესის არეალში. ამ ყველაფრის პარალელურად, კრიპტოვალუტის გარშემო არის უამრავი კითხვა, რომელთაგან ხშირად დასმულ კითხვებს Bitforx-ის მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი, ნიკა ცოტნიაშვილი პასუხობს. — რა მექანიზმით...

ავტოიმპორტიორები VS „სიტროენ ჯორჯია“ - კომპანიები სარჩელის დაუშვებლად ცნობას ითხოვენ

person access_time2018-01-16 18:30:22
6  ბრენდული ავტომწარმოებლის ოფიციალური წარმომადგენლები საქართველოში კონკურენციის სააგენტოს განცხადებით მიმართავენ და „სიტროენ ჯორჯიას“ სარჩელის დაუშვებლად ცნობას თხოვენ. განცხადებას ხელს „ჰიუნდაი ავტო საქართველო“, ჯითი მოტორსი, „სტრადა მოტორსი“, „იბერია ავტო“, „კია მოტორს ჯორჯია“ და „ფრანს ავტო“ აწერს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „სიტროენ ჯორჯიას“ მიერ კონკურენციის სააგენტოში შეტანილი სარჩელი იმის შესახებ, რომ ტენდერებს მხოლოდ ხელისუფლების...

მთავრობის 620-გვერდიანი დადგენილება ცუდი ენით არის ნათარგმნი და მისი გაგება რთულია

person access_time2018-01-16 14:30:35
2017 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოში ტექნიკური რეგლამენტი - „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები“ ამოქმედდა. მთავრობის 620-გვერდიან დადგენილებაში საუბარია უსაფრთხოების მისაღწევად საჭირო მინიმალურ მოთხოვნებზე, როგორიცაა გასასვლელების სათანადოდ დაპროექტება, ხანძრისა თუ სხვა საფრთხეებისგან დაცვა, კიბეებისა თუ ლიფტების შესაბამისი წესების დაცვით მოწყობა და ა.შ. თუმცა, რეგლამენტის ამოქმედებიდან ერთი წლის შემდეგ დეველოპერები მშენებლობის ნებართვების „გაჭედვასა“ და უძრავი...

JTI: „თამბაქოს მოხმარების შემცირების 20%-იანი მაჩვენებელი რეალურ ვითარებას არ ასახავს“

person access_time2018-01-16 17:30:41
თამბაქოს მოხმარების 20%-ზე მეტად შემცირებაზე გაჟღერებული მაჩვენებელი ბაზარზე არსებულ რეალურ ვითარებას არ ასახავს, - აცხადებს Japan Tobacco International (JTI) -ის მარეგულირებელ საკითხთა მენეჯერი კავკასიის რეგიონში, ივა ხასია და გაზრდილ კონტრაბანდაზე მიუთითებს. ივა ხასია ამბობს, რომ დიდი ოდენობით, უკანონოდ შემოტანილი თამბაქო არსად აღირიცხება, თუმცა მომხმარებლამდე აღწევს, რაც მას უფრო იაფად სიგარეტის შეძენის შესაძლებლობას აძლევს. განსაკუთრებით...

2 თვეში გადახდისუუნარო მოსახლეობის რაოდენობა 4,7 ათასით გაიზარდა

person access_time2018-01-16 13:30:29
...


მსგავსი სიახლეები