საქართველოს სადაზღვევო ბაზრის  TOP 5  კომპანია

საქართველოს სადაზღვევო ბაზრის TOP 5 კომპანია

access_time2017-09-11 17:30:42

რაც დრო გადის, საქართველოში სადაზღვევო სფერო მით უფრო პოპულარული და სოციალურად სასარგებლო ხდება. ამას მოსახლეობაც აღიქვამს და ხელისუფლებაც. ვფიქრობთ, რომ შეუქცევადი კანონზომიერებაა. სფეროს მიმართ გაზრდილი ინტერესის გათვალისწინებით, გთავაზობთ სადაზღვევო ბაზრის 2017 წლის 6 თვის რამდენიმე საინტერესო ოფიციალურ მონაცემს (წყარო: insurance.gov.ge) მცირე ანალიზით.

 

ყველაზე მსხვილი სადაზღვევო კომპანიები:

 

ბოლო ხანს სადაზღვევო ბაზარს 3 ახალი წევრი შეემატა (სს რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“, სს „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი“, სს „თიბისი დაზღვევა“) და ამჟამად ბაზარზე 16 სადაზღვევო კომპანია ოპერირებს. მათ შორის, მოზიდული პრემიებით (შემოსავლით) ყველაზე მსხვილი ხუთეული შემდეგია:

 

  1. ჯი პი აი ჰოლდინგი – ბაზრის 26,02 %
  2. ალდაგი – ბაზრის 20,13 %
  3. იმედი L – ბაზრის 12,25 %
  4. პსპ დაზღვევა – ბაზრის 11,03 %
  5. არდი დაზღვევა – ბაზრის 7,75 %

 

დაზღვევის ყველაზე გავრცელებული სახეობები:


 

  1. სამედიცინო დაზღვევა – ბაზრის 49,72 %
  2. ავტომობილების დაზღვევა – ბაზრის 16,01 %
  3. ქონების დაზღვევა – ბაზრის 15,66 %
  4. სიცოცხლის დაზღვევა – ბაზრის 4,54 %
  5. სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა – ბაზრის 3,90 %

 

მეორე მხრივ, როგორც ვხედავთ, კერძო სამედიცინო დაზღვევით (დაზღვეულია 586.000 ადამიანი), ვერ სარგებლობს საქართველოს მოსახლეობის (დაახ. 3.718.000 ადამიანის) 85 %-ზე მეტი. ასევე, პოპულარობით მეორე ადგილზე მყოფი ავტომობილის დაზღვევით (დაზღვეულია 50.973 ავტომობილი) არ სარგებლობს საქართველოს ავტოპარკის (დაახ. 1.200.000 ავტომობილი) 96 %.

 

სამედიცინო დაზღვევის ნამდვილი წილი კიდევ უფრო მეტია (დაახ. 65 %), თუ სადაზღვევო სფეროს სტატისტიკურ მონაცემებს გამოვაკლებთ იმ კონტრაქტებს, რომლებიც სრულად გადაზღვეულია და სადაც ქართული სადაზღვევო კომპანიები თანხისა და რისკების მხოლოდ „გამტარები“ არიან. ეს მიანიშნებს, რომ ქართული დაზღვევა ძალიან დამოკიდებული და მგრძნობიარეა სამედიცინო სფეროში ცვლილებებზე: ინფლაციაზე, ფასებზე, ხარჯთეფექტურ ხარისხიან მკურნალობაზე, სახელმწიფო რეგულაციებზე და ა.შ.

 

დაზღვევის ყველაზე ზარალიანი სახეობები:

 

მთლიან შემოსავალთან შეფარდებით, დაზღვევის ყველაზე ზარალიანი (გაცხადების მიხედვით, საოპერაციო ხარჯების გარეშე) 5 სახეობა შემდეგია:

 

  1. სამედიცინო დაზღვევა – 68,24 %
  2. ავტომობილების დაზღვევა – 16,39 %
  3. ქონების დაზღვევა – 6,67 %
  4. სიცოცხლის დაზღვევა – 3,49 %
  5. ავტომფლობელის პასუხისმგებლობის დაზღვევა – 2,79 %

 

 



„საქართველო „მას-ტურიზმისგან“ არ უნდა დაზარალდეს“ - როგორ უნდა მოიზიდოს ქვეყანამ მაღალბიუჯეტიანი ტურისტები

„საქართველო „მას-ტურიზმისგან“ არ უნდა დაზარალდეს“ - როგორ უნდა მოიზიდოს ქვეყანამ მაღალბიუჯეტიანი ტურისტები
person access_time2018-04-25 15:37:40
საქართველოში ტურისტების რაოდენობა იზრდება, თუმცა მათი უმეტესობა დაბალბიუჯეტიანია. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას შემომყვან ტურ-ოპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ია თაბაგარმა განაცხადა, დაბალბიუჯეტიანი ტურისტები ძირითადად აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან, ინდოეთიდან და არაბული ქვეყნებიდან ჩამოდიან.მისი თქმით, დაბალბიუჯეტიანი ტურისტები მაღალბიუჯეტიანებს კვლავ სჭარბობენ, როგორც თითქმის ყველა სხვა ქვეყანაში. „დაბალბიუჯეტიანი ტურისტები კვლავ...

„კომერსანტის“ ექსკლუზივი - დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი კონსტანტინე სულამანიძე თანამდებობას ტოვებს

„კომერსანტის“ ექსკლუზივი - დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი კონსტანტინე სულამანიძე თანამდებობას ტოვებს
person access_time2018-04-25 13:13:15
დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი კონსტანტინე სულამანიძე თანამდებობას ტოვებს. აღნიშნული ინფორმაცია „კომერსანტს“  ექსკლუზიურად თავად სულამანიძემ დაუდასტურა და განუცხადა, რომ  წასვლაზე განცხადება უკვე დაწერა, დაკავებულ თანამდებობას  კი ოფიციალურად  1 მაისიდან დატოვებს.   კითხვაზე, რა მიზეზით დატოვა  მან  დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის თანამდებობა და სად გააგრძელებს საქმიანობას, სულამანიძე აღნიშნავს, რომ...

Bloomberg-ზე 14:00 საათისთვის 1 დოლარი 2,4825 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ზე 14:00 საათისთვის 1 დოლარი 2,4825 ლარად ივაჭრება
person access_time2018-04-25 14:15:00
ეროვნული ვალუტა ბოლო რამდენიმე  დღის განმავლობაში უფასურდება. Bloomberg-ის ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში 1 აშშ დოლარი 14:00 საათისთვის 2,4825 ლარად ივაჭრება. საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის ოფიციალურ გაცვლით კურსს აშშ-ის და ევროს მიმართ 17:00 საათისთვის გამოაქვეყნებს. 24 აპრილს განსაზღვრული კურსით, ერთი დოლარის ღირებულებამ 2.4791 ლარი შეადგინა. არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა...

Top-მენეჯერებისგან განსხვავებით, საბანკო სექტორში დასაქმებულთა 99%-ს დაბალი ხელფასი აქვს

Top-მენეჯერებისგან განსხვავებით, საბანკო სექტორში დასაქმებულთა 99%-ს დაბალი ხელფასი აქვს
person access_time2018-04-25 11:35:00
  „ჩემი დამოკიდებულება ბანკებთან დაკავშირებით მიმდინარე დისკუსიის შესახებ: ქვეყნის საფინანასო ბაზრზე ჩამოყალიბდა მონოპოლიური მდგომარეობა (ძირითადად, ბოლო 5 წელიწადში) და შეიზღუდა კონკურენცია. წარმოიქმნა ოთხბანკიანობის პერიოდი. ხელისუფლების ან ხელისუფლებასთან ჩახუტებული 4 ბანკი არის ქართუ, ლიბერთი, ტბს, საქართველოს ბანკი. ეს მთელი საბანკო სისტემის 85 პროცენტზე მეტია. დანარჩენი ბანკები ვერ უწევენ მათ კონკურენციას. ვტბ საერთაშორისო სანქციებშია მოქცეული, როგორც რუსული...

თბილისში პარკინგის მოწყობაზე სამი ლოკაცია დასახელდა და ტენდერიც გამოცხდდა

თბილისში პარკინგის მოწყობაზე სამი ლოკაცია დასახელდა და ტენდერიც გამოცხდდა
person access_time2018-04-25 10:58:01
გეგშიძის ბაღის, რკინიგზის სადგურის და ვარკეთილის მეტროს მიმდებარედ მიწისქვეშა პარკინგები მოეწყობა.თბილისის მერიამ საპარკინგე სისტემის მოსაწესრიგებლად ინტერესთა გამოხატვა  3 ლოკაციაზე გამოაცხადა.  შერჩეულ კომპანიას მიწა 1 ლარად გადაეცემა. პროექტი ჯამში 715 საპარკინგე ადგილის მოწყობას ითვალისწინებს.  „გაიმარჯვებს კომპანია, რომელიც მეტ საგარანტიო უზრუნველყოფას შესთავაზებს მუნიციპალიტეტს. მზად ვართ ბიზნესთან მჭიდრო ურთიერთობით შევქმნათ...


მსგავსი სიახლეები