„საქართველოში საგზაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყება არ არსებობს“ – რატომ არ არის გზებზე გადაადგილება უსაფრთხო

access_time2017-08-25 09:30:27

„ვიდრე ქვეყანაში ტრანსპორტის პოლიტიკაზე პასუხისმგებელი უწყება არ შეიქმნება, ავარიების რაოდენობა არ შემცირდება და მისი გამომწვევი ზუსტი მიზეზებიც არ გვეცოდინება“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელმა დავით მესხიშვილმა საქართველოს გზებზე გახშირებული ავარიების კომენტირებისას განუცხადა.

 

საქართველოს გზებზე ავარიების მაჩვენებელი ისევ მზარდია. ბოლო 3 დღის განმავლობაში რამდენიმე ავარია მოხდა, მათ შორის, ერთ–ერთი 5 ადამიანის გარდაცვალებით დასრულდა.

 

2017 წლის 22 აგვისტო  –  ავტობანზე ერთმანეთს სატვირთო და პატიმრების გადასაყვანი მანქანები დაეჯახნენ.  დაშავდა მიკროავტობუსის მძღოლი.

 

2017 წლის 23 აგვისტო –  შეკვეთილში  ორი მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა, დაშავდა 28 ადამიანი.

 

2017 წლის 24 აგვისტო – ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩიბათში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. თვითმხილველების თქმით,  ტრაილერს მისაბმელი მოწყდა, რომელიც მსუბუქ ავტომობილს დაეცა.

 


ის რომ, საქართველოს გზებზე გადაადგილება პრობლემა წარმოადგენს და რომ ავარიების შემთხვევების აღმოფხვრას სისტემური ცვლილება სჭირდება, „კომერსანტი“ უკვე წლებია წერს. თუმცა პრობლემის გამოსწორება მხოლოდ ცალკეულ შემთხვევაში ხდება და გზებზე უსაფრთხოდ გადაადგილება ისევ საფრთხის შემცველია. მაგალითად, ქუთაისის შემოვლით გზის გაცალმხრივების შემდეგ, იქ ავარიები აღარ ხდება, არადა, ბოლო 2 წლის განმავლობაში გზის ეს მონაკვეთი ფაქტობრივად, სასაკლაოდ იყო ქცეული.

 

დავით მესხიშვილი აცხადებს, რომ ქუთაისის შემოვლით გზაზე ცალმხრივად მოძრაობა და მაგისტრალებზე საგზაო ნიშნების დაყენება შედეგს არ მოიტანს, თუ ქვეყანაში არ შეიქმნა სატრანსპორტო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი უწყება.

 

„ხელისუფლებას ჩვენ, ასევე საერთაშორისო ექსპერტები, მათ შორის მსოფლიო ბანკის ექსპერტები აკრიტიკებენ იმის გამო, რომ საქართველოში არ არსებობს არც ერთი სახელმწიფო უწყება, რომელიც საგზაო უსაფრთხოებაზე არის პასუხისმგებელი. არცერთ სახელმწიფო სტრუქტურაში არ არის შექმნილი ქვეუწყება, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ავტოსაგზაო შემთხვევების მატებაზე, ანუ მთლიანად საგზაო უსაფრთხოების მიმართულებაზე. ჩვენ ხშირად პასუხისმგებელი საპატრულო პოლიცია გვგონია, კარგსაც და ცუდსაც საპატრულო პოლიციას ვაბრალებთ, მაგრამ საპატრულო პოლიცია რეალურად არის მომხდარზე რეაგირების მომხდენი. ის რომ, ავტოსაგზაო შემთხვევები არ მოხდეს, უნდა გაიწეროს პოლიტიკა, სადაც იქნება აღნიშნული, თუ როგორ უნდა შევამციროთ ავარიების რაოდენობა. ასეთი უწყება საქართველოში არ არსებობს, რაც  არის ყველა პრობლემის სათავე“, – განუცხადა „კომერსანტს“ დავით მესხიშვილმა.

 

მისივე თქმით, „დღეს სატრანსპორტო ფუნქციები  გაბნეულია ინფრასტრუქტურის სამინისტროში, ეკონომიკის სამინისტროში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, ნაწილობრივ გარემოს დაცვის სამინისტროში და მუნიციპალიტეტები, ანუ  ეს ფუნქციები იმდენად გაფანტულია, რომ ერთმანეთში კოორდინირება არ ხდება.

 

ამ დროს კი ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველო უნდა გახდეს სატრანსპორტო ჰაბი. ეს ვერ გაკეთდება, თუ არ იქნება ქვეყანაში ტრანსპორტის პოლიტიკის განმსაზღვრელი უწყება. ამიტომ ჩვენ ვაპირებთ, რომ სექტემბრიდან ეს საკითხი ძალიან აქტიურად დავსვათ. თუ ჩვენ გვსურს ამ პრობლემების გადაჭრა, საჭიროა, ეს უწყება. ჩვენ მივმართავთ საქართველოს მთავრობას, დაუყონებლივ მიიღოს გადაწყვეტილება და შექმნას ტრანსპორტის პოლიტიკაზე პასუხისმგებელი უწყება.

 

დღეს კანონდობლობაში წერია, რომ ეკონომიკის სამინისტროა პასუხისმგებელი ტრანსპორტის პოლიტიკაზე, მაგრამ ვინ, არ ვიცით. ვერ გავიგეთ, პასუხისმგებლობა განისაზღვრება მხოლოდ კანონის დაწერასა და გამოქვეყნებაში? მენეჯმენტს არავინ არ ახორციელებს. უნდა შეიქმნას ახალი სამინისტრო. მაგრამ თუ ეს არ მოხდა, ფუნქციურად ყველაზე ახლოს ამასთან არის ინფრასტრუქტურის სამინისტრო. ქვეყნების უმრავლესობაში არსებობს ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამინისტრო, ასე გავაკეთოთ ჩვენც და გვეცოდინება, თუ ვინ იქნება საგზაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი“, – განაცხადა დავით მესხიშვილმა.

 

 

კომერსანტი

 



მერია „სითი პარკს“ სიურპრიზს უმზადებს

person access_time2018-02-19 08:50:27
დაახლოებით ერთ თვეში,თბილისის მერია „სითი პარკთან“ დაკავშირებით ახალ დეტალებს გაასაჯაროებს. „კომერსანტის“ მცდელობის მიუხედავად, მერიაში სიახლის დაკონკრეტებისაგან თავი შეიკავეს.  „ახლა „სითი პარკთან“ დაკავშირებით  გარკვეული მუშაობა მიმდინარეობს, სამუშაო პროცესია, ამიტომ წინასწარ ვერ გეტყვით დეტალებს. დაახლოებით ერთ თვეში საზოგადოებას შევატყობინებთ ახალ ინფორმაციას“, - განაცხადეს მერიაში. „კომერსანტი“ დამატებითი ინფორმაციისათვის „სითი პარკს“...

„ბიტკოინი: იყავი საკუთარი თავის ბანკი“ – უქმნის, თუ არა კრიპტოვალუტა ბანკებს საფრთხეს?

person access_time2018-02-18 20:00:02
“Bitcoin: Be your own bank“...

გერმანიის შს მინისტრი - თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული

person access_time2018-02-18 09:05:44
თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ . ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს...

ელენ დეჯენერესი ბიტკოინზე: „ან მილიონერი გახდებით ან გაკოტრდებით“

person access_time2018-02-17 12:00:15
დღეს თითქმის ყველა ბიტკოინთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა რა არის ბიტკოინი, ამისი ახსნა ბევრს გაუჭირდება. ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ისაუბრა და ზემოთაღნიშნულ გარემოებას გაუსვა ხაზი.   „ბიტკოინი წააგავს დამაბნეველი სცენარის მქონე ფილმს - თქვენი მეგობრები უყურებენ მას და არ იმჩნევენ, რომ ფილმში არაფერი არ ესმით. ამ დროს კი თქვენც ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ყველაფერი გაიგეთ,“-...

ბილ და მელინდა გეიტსები: „არასამართლიანია, რომ ასეთი მდიდრები ვართ“

person access_time2018-02-17 14:00:06
ბილ გეიტსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს, რაც მას დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. იგი აღნიშნულ ძალაუფლებას ფილანტროპიული მიზნებისთვის იყენებს - 2000 წელს ბილ გეიტსმა მეუღლესთან, მელინდასთან ერთად „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ დააარსა, რომლის მიზანსაც სიღარიბის, შიმშილის, უთანასწორობისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.   ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბილ და მელინდა გეიტსებმა ხშირად დასმულ 10 შეკითხვას გასცეს პასუხი....


მსგავსი სიახლეები