„რეზონანსი" - საცალო ქსელში საწვავმა გაძვირება დაიწყო

access_time2017-08-11 13:00:15

საქართველოს საცალო ქსელში საწვავმა გაძვირება დაიწყო. არაბრენდირებულ სადგურებზე ნავთობპროდუქტების ფასმა 3-დან 5 თეთრამდე მოიმატა. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ბოლო 3 თვის განმავლობაში მსოფლიო ბაზარზე ნედლი ნავთობის ფასი მუდმივად მატულობს. 1 ბარელი შავი ოქროს ღირებულება ბოლო 2 თვეში 47-დან 53 დოლარამდე გაიზარდა. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, საწვავზე ფასის ზრდას არც ბრენდირებული სადგურის მფლობელები გამორიცხავენ. მათი თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში (მატების ან კლების) შესაბამისი რეაქცია ექნებათ.

 

ნავთობის გაძვირება შეინიშნება იმ ფონზე, როდესაც წინა კვირას საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გამოთქვა პროგნოზი 2017-18 წლებში ნავთობის საშუალო ფასთან დაკავშირებით და იგი განსაზღვრა 51-52 დოლარის ფარგლებში, რაც 3 დოლარით ნაკლებია წინა პროგნოზთან შედარებით.

 

ბოლო პერიოდში ნავთობის ფასის მატება უკავშირდება აშშ-ში ნავთობის სტრატეგიული მარაგის შემცირებას, რომელიც 2017 წლის იანვრის შემდეგ ყველაზე დაბალ მაჩვენებელზეა.

 

საერთაშორისო ბაზარზე განვითარებული მოვლენების ადეკვატურად იმოქმედებენ საქართველოს ბაზარზე ბრენდირებული სადგურები. "ლუკოილის" გენერალური დირექტორის მოადგილე შავლეგ მიშველაძე ამბობს, რომ როგორი მოვლენებიც იქნება მსოფლიო ბაზარზე ფასების ცვლილების კუთხით და ლარის კურსი რა ნიშნულზეც იქნება, იმის მიხედვით იმოქმედებენ. ეს ორი კომპონენტი აქამდეც იყო და ახლაც რჩება კრიტერიუმად საქართველოში საწვავის ფასი განსაზღვრაში.

 

"პასუხი, როგორც ყოველთვის, არის ერთგვაროვანი, ჩვენი მოქმედება იქნება ადეკვატური. უახლოეს დღეებში არავითარი ცვლილება არ იგეგმება. მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი, მართალია, აწეულია, თუმცა ჩვენ ვცდილობთ შენარჩუნებას.


 

ძალიან გაიზრდება საწვავის ფასი, შედარებით ნაკლებად თუ გაიაფდება, ეს მალე გამოჩნდება. როგორც მოვლენები განვითარდება მსოფლიო ბაზარზე ფასების ცვლილების კუთხით და ლარის კურსიც რა ნიშნულსაც გვაჩვენებს, ჩვენც იმის მიხედვით ვიმოქმედებთ. ეს ორი კომპონენტი აქამდეც იყო და ახლაც რჩება მთავარ კრიტერიუმად საქართველოში საწვავის ფასის განსაზღვრისათვის", - განუცხადა "რეზონანსს" მიშველაძემ.

 

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაძვირება უკვე შეეხო საქართველოს საცალო ბაზარს და არაბრენდირებულმა სადგურებმა საწვავი გააძვირეს, 1 ლიტრზე სხვაობა 3-5 თეთრია.

 

როგორც "რეზონანსს" "სენტა პეტროლეუმის" დამფუძნებელმა და დირექტორმა ზაალ იაკობიძემ განუცხადა, ჯერჯერობით ბრენდირებული სადგურები ფასს ინარჩუნებენ და გამოუვალი მდგომარეობის გარდა, არ აპირებენ საწვავის გაძვირებას. სხვა ვითარებაა მცირე აგს-ებზე.

 


"პლატცის ფასის ზრდა ნამდვილად შეინიშნება. კარგად მოგეხსენებათ, რომ საერთაშორისო ბაზარზე ნედლი ნავთობი გაძვირდა. ამის შედეგად ფასის მატება ნამდვილად გვაქვს. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, საწვავი საქართველოშიც გაძვირდება და პირიქით - თუკი მოხდა კლება, შესაბამისი რეაქცია გვექნება ჩვენც. ამ ეტაპზე პირადად ჩვენი ავტოგასამართი სადგური ფასს ინარჩუნებს, ღირებულება არ გაგვიზრდია. რაც შეეხება არაბრენდირებულ სადგურებზე ფასის ზრდას, ეს მათი პოლიტიკაა და ამაში ჩვენ ნამდვილად არ ვერევით", - განუცხადა "რეზონანსს" იაკობიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ ნავთობი ბოლო პერიოდში მცოცავი მეთოდით ძვირდება და ამჟამად ბოლო 3 თვის მაქსიმუმზეა. აშშ-ში სტრატეგიული მარაგი შემცირებულია, ტურისტული და სატრანსპორტო სეზონი პიკზეა, ამიტომაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოთხოვნა მატულობს. ასეთი დამოკიდებულება პროდუქტს აძვირებს და შედეგიც აშკარაა - ბოლო რამდენიმე კვირაში ნავთობი 12%-ით გაძვირდა.

 

 

 



869,7 მილიონი ლარი ერთ წელიწადში - კომერციული ბანკების წმინდა მოგება რეკოდრულად გაიზარდა

person access_time2018-01-19 12:00:45
დეკემბერში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 152 563 000 ლარით გაიზარდა. შესაბამისად, 2017 წლის იანვარ-დეკემბერში ბანკების წმინდა მოგებამ 869 798 000 ლარი შეადგინა, რაც 28%-ით, 190,6 მილიონი ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2016 წლის იანვარ-დეკემბერში კომერციულმა ბანკებმა 679 101 000 ლარის წმინდა მოგება მიიღეს.     რაც შეეხება მოგების გადასახადს, საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, კომერციული ბანკებმა დეკემბერში ბიუჯეტში...

„კომერსანტის“ შეკითხვა საქართველოს პარლამენტის წევრებს!

person access_time2018-01-18 19:00:52
მედიაჰოლდინგი „კომერსანტი“ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს შეკითხვით მიმართავს. ხელისუფლებაში მეორე ვადით მოსული მმართველი პარტიის მთავარი ლოზუნგი „კეთილდღეობა და სწრაფი განვითარებაა“. ამ ფონზე კი გადახდისუუნარო მოსახლეობის რიცხვი წლიდან წლამდე მატულობს. საქართველოს მოსახლეობის 6,3% გადახდისუუნაროა. აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაცემებით, ბაზაში ჩანაწერების რაოდენობამ უკვე 234 ათასს გადააჭარბა, რაც თითქმის 4,7...

„ვაქცინები, რომლებიც დღეს არის საქართველოში არის მაღალხარისხიანი“ - დავით სერგეენკო ვაქცინაციაზე დამატებით განმარტებებს აკეთებს

person access_time2018-01-18 18:30:48
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ვაქცინაციასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებებს აკეთებს. როგორც მინისტრმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გავრცელებული ინფორმაცია, რომ იმუნიზაციის პროგრამით, სავარაუდოდ, ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველი 29 ათასი ვაქცინა გაიხარჯა, სიმართლეს არ შეესაბამება. „გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. სიმართლეს არ შეესაბამება არცერთი პუნქტი. პირველი, რომ ეს პრობლემა ვრცელდებოდა მთლიანად იმუნიზაციის...

ფინელი მეცნიერები ლუდომანიის სამკურნალო სპრეის შექმნაზე მუშაობენ

person access_time2018-01-19 13:00:22
ფინეთის ჯანმრთელობის და კეთილდღეობის ინსტიტუტის მეცნიერები მუშაობენ წამალზე, რომელიც ლუდომანებს, ანუ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ადამიანებს მავნე ჩვევისგან განკურნავს. ეს იქნება ცხვირის სპრეი, რომლის აპრობირება 30-მა მოხალისემ უკვე გაიარა.   ეს არ არის ფინელი მეცნიერების პირველი მცდელობა - ადრე ისინი ცდილობდნენ ლუდომანიის მკურნალობას აბებით, თუმცა ამ იდეამ წამლის ნელი მოქმედების გამო არ გაამართლა.   „მოთამაშეები ძალიან აზარტულები არიან. სურვილი...

მსესხებლის გარდაცვალების შემთხვევაში შესაძლოა, მისი სამართალმემკვიდრე მოიძებნოს

person access_time2018-01-18 17:24:15
იმ შემთხვევაში, თუ სესხის ამღები პირი გარდაიცვალა, სესხის ამომღებ კომპანიას ამ სესხის მოთხოვნის უფლება აქვს, – განაცხადა პრობლემური აქტივების ბიუროს დირექტორმა, ლაშა ნოზაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“. „ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, გარდაცვლილი პირის სამართალმემკვიდრე მოიძებნოს, რაც სამართალდარღვევა არ არის“, – განაცხადა ლაშა ნოზაძემ. მისივე თქმით, თუ ონლაინსესხების კომპანია კონკრეტული მომხმარებლის წინააღმდეგ...


მსგავსი სიახლეები