მთავარი გვერდი

გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე GIZ–ის სატყეო მიმართულების ახალ ხელმძღვანელს შეხვდა

person access_time2017-08-10 15:31:00

საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების სატყეო მიმართულების ახალ ხელმძღვანელს ბენედიქტ იბელეს შეხვდა. ამის შესახებ კომერსანტს სამინისტროდან აცნობეს.

 

 

ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვის პროგრამა სამხრეთ კავკასიაში განაგრძობს სამინისტროს მხარდაჭერას ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო სექტორის რეფორმის მიმართულებით.

 

 

მხარეებმა სატყეო სექტორში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე და სამომავლო თანამშრომლობაზე იმსჯელეს. სამუშაო შეხვედრაზე ასევე განიხილეს ახალი ტყის კოდექსის შემუშავების და შემდგომში მისი განხორციელებისთვის დახმარების პესპექტივები.

 

 

share

მსგავსი სიახლეები