წინასაარჩევნო მანიპულირება “ხრუშჩოვკებით” - რამდენად რეალურია ,,ხრუშჩოვკების” მრავალსართულიანი კორპუსებით ჩანაცვლების პერსპექტივა

access_time2017-08-10 15:30:28

მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე თბილისელ ამომრჩეველს ჰპირდება, რომ ე.წ. “ხრუშჩოვკებს” თანამედროვე კორპუსებით ჩაანაცვლებს. “ხრუშჩოვკების” ახალი კორპუსებით ჩანაცვლების შესახებ უკვე წლებია თბილისის მერები და მერობის კანდიდატები საუბრობენ, თუმცა, რეალურად ამ საქმის დაწყება ჯერ ვერავინ გაბედა.

 

საქართველოში “ხრუშჩოვკების” მშენებლობის ბუმი მე-20 საუკუნის 50-60-იან წლებს ემთხვევა. მასშტაბური მშენებლობა საბჭოთა კავშირის პროექტის ნაწილი იყო. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ სსრკ სერიოზული საბინაო კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. სახლების მშენებლობა ინდუსტრიალიზაციის პროცესს და წარმოების განვითარებას 1930-იან წლებშიც ჩამორჩებოდა. ომის დროს კი სსრკ-ის საცხოვრებელი სახლების თითქმის მესამედი განადგურდა.

 

ამ პირობებში, ერთადერთი გამოსავალი ერთიანი, იაფი და სწრაფი მშენებლობა იყო. ასეთი სახლების პირველი სერია, სინამდვილეში, სტალინის სახელს უკავშირდება, მაგრამ ერთიანი საცხოვრებლის მასობრივი დანერგვა ხელისუფლებაში ნიკიტა ხრუშჩოვის მოსვლის შემდეგ დაიწყო. 1954 წელს მან მოსთხოვა არქიტექტორებს, საბინაო კრიზისი მიკრორაიონებად გაერთიანებული მარტივი და იაფი სახლების მშენებლობით გადაეწყვიტათ. ახალი საცხოვრებელი არა არქიტექტურული ნიმუში, არამედ წარმოების პროდუქტი უნდა ყოფილიყო. მცირე ექსპერიმენტების შემდეგ, ყველაზე იაფბიუჯეტიანი К-7-ის სერია აღმოჩნდა, ამიტომ მასობრივად სწორედ ამ სერიის მშენებლობა დაიწყო.

 

ხრუშჩოვკების მთავარი პრობლემები იმ აუცილებლობიდან გამომდინარეობდა, რომ ის სწრაფად და იაფად უნდა აეშენებინათ. აივნები და სარდაფები ზედმეტ ხარჯს მოითხოვდა, ამიტომ К-7-ის სერიიდან ისინი ამოიღეს. ლიფტებზე უარმა ბიუჯეტის 8% დაზოგა, ამიტომ მათზეც უარი თქვეს, იმავდროულად შენობის სიმაღლე ხუთ სართულამდე გაიზარდა (მანამდე ოთხსართულიანი იყო), ჭერის სიმაღლე კი 270 სმ-დან 250 სმ-მდე შემცირდა. საბჭოთა ბინების მოცულობა და განლაგება დაპროექტებული იყო იმ გათვლით, რომ ერთ ბინაში ერთი ოჯახი იცხოვრებდა (ერთ ადამიანზე – 8 კვ.მ). ერთ ოთახს უნდა შეესრულებინა დღისით სასადილოს, ღამით კი საძინებლის ფუნქცია.

 

მარტივი კონსტრუქციის გამო, “ხუთსართულიანების” პანელებისგან აწყობა 15 დღეში და ზოგჯერ ერთ კვირაშიც სრულდებოდა, შიდა მოპირკეთებას ერთი თვე სჭირდებოდა. საბჭოთა სამშენებლო მასალების ხარისხიც ტრადიციულად არ ვარგოდა, რის გამოც მობინადრეებს აწუხებდათ სუსტი თბო და ხმოვანი იზოლაციის პრობლემები. ეს ხარვეზები ნაწილობრივ სერიის წარმოების ციკლის ათი წლის თავზე გამოსწორდა.

 

ახალი სტატისტიკა “ხრუშჩოვკების” რაოდენობაზე დედაქალაქში არ არსებობს. ის არ აქვს არც თბილისის მერიას და არც დედაქალაქის გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფს. არსებობს მხოლოდ 2003-2004 წლის მონაცემები, რომელიც, სავარაუდოდ, არც შეცვლილა და ამ მონაცემების თანახმად, კლასიკური “ხუთსართულიანების” რაოდენობა თბილისში დაახლოებით 512-ია. ამ სახლებში სულ 12 000-მდე ოჯახი ცხოვრობს. ”ხრუშჩოვკების” უმრავლესობა საბურთალოზე (ვაჟა-ფშაველას კვარტლები, ქავთარაძის ქუჩის ტერიტორია), კრწანისის რაიონში, ნავთლუღსა და დიღმის მასივშია განთავსებული.

 


,,ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების იდეა დაახლოებით 4 წლის წინ, თბილისის საკრებულოს მაშინდელმა თავჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა წამოჭრა. იყო ინფორმაცია, რომ პროქტის განსახორციელებლად არაბი ინვესტორიც მოძიებული იყო, რომელიც პროექტის განსახორციელებლად რამდენიმე მილიარდის დახარჯვისთვის მზად იყო თუმცა, მაშინ იდეა იდეადვე დარჩა და მისი განხორციელება არც დაწყებულა.

 

,,ბანკები და ფინანსები“ დაინტერესდა, რამდენად რეალისტურია კახა კალაძის მიერ წამოყენებული იდეა ,,ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლებასთან დაკავშირებით და დაახლოებით რა დრო დასჭირდება ამ პროექტის გახორციელებას.

 

 

,,ხრუშჩოვკაში“ მცხოვრები ადამიანები იმდენად დიდი საფრთხის წინაშე არიან, რომ დაუყოვნებლივი მოქმედებაა საჭირო“

 

width=300

 

ირაკლი შიხიაშვილი, თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე

 

,,ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მე ვსაუბრობდი, 4 წლის წინ შეიძლებოდა ამ ყველაფრის დაწყება. ამ შემთხვევაში უამრავ ოჯახს უკვე მოგვარებული ექნებოდა საცხოვრისის პრობლემა, ისინი საკუთარ ჭერქვეშ გასრესვის საფრთხის გარეშე დაიძინებდნენ, უამრავი მილიონი ლარი აღარ იქნებოდა გადაყრილი ქირიაში და საკმაოდ ბევრი ადამიანიც დასაქმდებოდა. მაშინ ჩემი პროექტი კი არ გააკრიტიკეს, არამედ თავდასხმის უმთავრეს საგნად აქციეს ,,ნაციონალებმა“.

 

მე მჯერა, რომ ახლა მაინც, კახა კალაძის მერობის დროს დაიძვრება ეს თემა. იმედია კალაძის მეხოტბეობას ვერავინ დამწამებს თუმცა, მე ვხედავ, რომ კახის აღმოაჩნდა გუნდური თამაშის კარგი უნარი, რაც ესოდენ საჭიროა პოლიტიკაში, ის პასუხიმგებლობას გუნდის წინაშე იაზრებს და მერე მოქმედებს.

 

რასაკვირველია, ვფიქრობ და დარწმუნებულიც ვარ, რომ ეს პროექტი უნდა განხორციელდეს. მე ახლაც მახსოვს, რას ამბობდა ,,ხრუშჩოვკებში“ მცხოვრები მოსახლეობა – „გაუსაძლის პირობებში ვართ. შიშით ვცხოვრობთ, რომ სახლი არ ჩამოგვენგრეს. ათასობით ოჯახი ამ დღეში ვართ. თუ ჩვენი შველის და გადარჩენის შესაძლებლობა არსებობს და „ხრუშჩოვკებს“ თავს დავაღწევთ, ეს ყველაზე დიდი და ძვირფასი საჩუქარი იქნება ჩვენთვის“ – ეს იმ ადამიანების სიტყვებია, რომლებიც ჩვენი პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდნენ. საკუთარი თვალით მაქვს ნანახი რა საფრთხის ქვეშ არიან ეს ადამიანები და ათობითაა ასეთი ოჯახი. მართლაც, არსებული ვითარება იმდენად რთულია, დაუყოვნებლივი მოქმედებაა საჭირო“.

 

width=334

 

რაკლი როსტომაშვილი, მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი:

 

,,პირველ რიგში აღვნიშნოთ და დავაზუსტოთ, რომ თბილისში 512 ‘’ხრუშჩოვკაა’’. ისინი ძირითადად განთავსებულია ვაჟა-ფშაველას კვარტლებში, ქავთარაძეს მიმდებარე ტერიტორიაზე, დიღმის მასივში, ნავთლუღში და რამოდენიმე კორპუსი არის კრწანისის რაიონში. 9 სართულიანი კორპუსები, რომელიც ვაჟა-ფშაველას მთელ პერიმეტრზე არის აშენებული, ისინიც გეგმარებით არის ხრუშჩოვკის ტიპის. კონკრეტულად ხრუშჩოვკებში ცხოვრობს 12 ათასი ოჯახი. პირადად მე მივესალმები ამ საკითხს და, იმედი მაქვს, რომ ამ საკითხს ვინმე თავს დაადგამს. ჩვენთან საქართველოში კეთილი საქმის გაგრძელების კულტურა არ არსებობს და პირობითად თუ კახი კალაძე იქნება დედაქალაქის მერად არჩეული და ამ პროგრამას ხელს მოკიდებს, დარწმუნებული ვარ, რომ ის საქმეს დათქმულ ვადაში ბოლომდე ვერ მიიყვანს., ამიტომ, თუნდაც მომავალში ოპოზიციონერი მერი მოვიდეს, მან კეთილი საქმე უნდა გააგრძელოს. ვფიქრობ, ამ საქმის გაკეთებას სჭირდება დაახლოებით 20-25 წელი.

 

 

წყარო: bfm.ge



869,7 მილიონი ლარი ერთ წელიწადში - კომერციული ბანკების წმინდა მოგება რეკოდრულად გაიზარდა

person access_time2018-01-19 12:00:45
დეკემბერში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 152 563 000 ლარით გაიზარდა. შესაბამისად, 2017 წლის იანვარ-დეკემბერში ბანკების წმინდა მოგებამ 869 798 000 ლარი შეადგინა, რაც 28%-ით, 190,6 მილიონი ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2016 წლის იანვარ-დეკემბერში კომერციულმა ბანკებმა 679 101 000 ლარის წმინდა მოგება მიიღეს.     რაც შეეხება მოგების გადასახადს, საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, კომერციული ბანკებმა დეკემბერში ბიუჯეტში...

„კომერსანტის“ შეკითხვა საქართველოს პარლამენტის წევრებს!

person access_time2018-01-18 19:00:52
მედიაჰოლდინგი „კომერსანტი“ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს შეკითხვით მიმართავს. ხელისუფლებაში მეორე ვადით მოსული მმართველი პარტიის მთავარი ლოზუნგი „კეთილდღეობა და სწრაფი განვითარებაა“. ამ ფონზე კი გადახდისუუნარო მოსახლეობის რიცხვი წლიდან წლამდე მატულობს. საქართველოს მოსახლეობის 6,3% გადახდისუუნაროა. აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაცემებით, ბაზაში ჩანაწერების რაოდენობამ უკვე 234 ათასს გადააჭარბა, რაც თითქმის 4,7...

„ვაქცინები, რომლებიც დღეს არის საქართველოში არის მაღალხარისხიანი“ - დავით სერგეენკო ვაქცინაციაზე დამატებით განმარტებებს აკეთებს

person access_time2018-01-18 18:30:48
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ვაქცინაციასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებებს აკეთებს. როგორც მინისტრმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გავრცელებული ინფორმაცია, რომ იმუნიზაციის პროგრამით, სავარაუდოდ, ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველი 29 ათასი ვაქცინა გაიხარჯა, სიმართლეს არ შეესაბამება. „გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. სიმართლეს არ შეესაბამება არცერთი პუნქტი. პირველი, რომ ეს პრობლემა ვრცელდებოდა მთლიანად იმუნიზაციის...

ფინელი მეცნიერები ლუდომანიის სამკურნალო სპრეის შექმნაზე მუშაობენ

person access_time2018-01-19 13:00:22
ფინეთის ჯანმრთელობის და კეთილდღეობის ინსტიტუტის მეცნიერები მუშაობენ წამალზე, რომელიც ლუდომანებს, ანუ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ადამიანებს მავნე ჩვევისგან განკურნავს. ეს იქნება ცხვირის სპრეი, რომლის აპრობირება 30-მა მოხალისემ უკვე გაიარა.   ეს არ არის ფინელი მეცნიერების პირველი მცდელობა - ადრე ისინი ცდილობდნენ ლუდომანიის მკურნალობას აბებით, თუმცა ამ იდეამ წამლის ნელი მოქმედების გამო არ გაამართლა.   „მოთამაშეები ძალიან აზარტულები არიან. სურვილი...

მსესხებლის გარდაცვალების შემთხვევაში შესაძლოა, მისი სამართალმემკვიდრე მოიძებნოს

person access_time2018-01-18 17:24:15
იმ შემთხვევაში, თუ სესხის ამღები პირი გარდაიცვალა, სესხის ამომღებ კომპანიას ამ სესხის მოთხოვნის უფლება აქვს, – განაცხადა პრობლემური აქტივების ბიუროს დირექტორმა, ლაშა ნოზაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“. „ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, გარდაცვლილი პირის სამართალმემკვიდრე მოიძებნოს, რაც სამართალდარღვევა არ არის“, – განაცხადა ლაშა ნოზაძემ. მისივე თქმით, თუ ონლაინსესხების კომპანია კონკრეტული მომხმარებლის წინააღმდეგ...


მსგავსი სიახლეები