Wall Street Journal: პეკინი იუანისთვის პოზიციების გამყარებაზე ისევ აქტიურად მუშაობს

access_time2017-08-09 09:30:06

საკუთარი ვალუტის სტაბილიზაციას ჩინეთი აღწევს იუანის გლობალური როლის ხარჯზე. ამ აზრისაა გაზეთი  Wall Street Journal,  რომლის თანახმად, ახალმა სავალუტო  პოლიტიკამ დროებით მაინც, საგონებელში ჩააგდო ვალუტით მოთამაშეები, რომლებიც იუანის გაცვლითი კურსის დაშვებაზე დებდნენ ფსონს. პეკინი კვლავ ცდილობს გაუმაგროს პოზიციები საკუთარ ვალუტას დოლართან კონკურენციის მცდელობაში.

 

როგორც ცნობილია, 2015-2016 წლებში, კაპიტალის საზღვარგარეთ მასიურად გადინების შედეგად, ჩინეთის სავალუტო რეზერვები ერთი მეოთხედით შემცირდა. გასულ ივლისში,  რეზერვები 24 მილიარდი დოლარით გაიზარდა. ეს უკვე რიგით მეექვსე მატებაა სავალუტო რეზერვისა. ნაწილობრივ ეს აიხსნება დოლარის ამჟამიდელი სისუსტით, რაც ავტომატურად ზრდის ჩინეთში უცხო ვალუტის მარაგებს დოლარებში გამოსახულს. მაგრამ კაპიტალის საზღვარგარეთ გადინებამაც იკლო. მიმდინარე წელს, იუანის გაცვლითმა კურსმა 3 პროცენტით იმატა.

 

გარკვეული როლი ითამაშა განახლებული ტემპით ეკონომიკურმა აღმავლობამ. თუმცა, მთავარი ფუნქცია შეასრულა გამკაცრებულმა კონტროლმა კაპიტალის საზღვარგარეთ მოძრაობაზე. ესაა შედეგი პოლიტიკისა რომელიც 2016 წელს შემოიღეს. თუმცა, ყველაფერს აქვს თავისი საფასური. 2015 წლამდე, ჩინური იუანი მსოფლიო რეიტინგში მეოთხე ადგილზე იდგა საერთაშორისო ანგარიშსწორების მხრივ. დღეს მან მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა იაპონური იენისა და კანადური დოლარის შემდეგ. იმავე რეიტინგში, ჩინურ ვალუტას უკვე შვეიცარული ფრანკი ეწევა - ნათქვამია გაზეთ Wall Street Journal–ის  სტატიაში.

 

ასევე გაზეთ Wall Street Journal –ისცნობით, ჩინეთმა მოუწოდა შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, თავი შეიკავოს ვაჭრობის პირობების გამკაცრებისგან. ჩინეთს უფრო მიზანშეწონილი მიაჩნია ორმხრივი თანამშრომლობის გაგრძელება. პეკინის თანახმად, ვაჭრობაში ნებისმიერი დაპირისპირება საზიანო იქნება ორივე მხრისთვის.

 

ჩინეთის ხელმძღვანელობა ყველანაირად ცდილობს თავი აარიდოს შეერთებულ შტატებთან ვაჭრობაში რაიმე კონფლიქტს. მიუხედავად ამისა, პეკინი სრულ მზადყოფნაშია სამიზნეში ამოიღოს ამერიკის ბიზნესი, თუკი ვაშინგტონმა სანქციები დააწესა. ამის შესახებ ამბობენ ჩინეთის მთავრობის მრჩევლები და ასევე ინდუსტრიის ექსპერტები.

 

გასულ ხუთშაბათს, ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ განაცხადა, რომ მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის ყველა წევრმა უნდა დაიცვას არსებული წესდებები. გარდა ამისა, ამერიკისა და ჩინეთის ეკონომიკა ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. "ჩვენ ორივენი მხოლოდ ვიგებთ თანამშრომლობის გზით. მეორეს მხრივ, ჩვენს შორის დაპირისპირება ორივესთვის საზიანო იქნება" - განაცხადა ხსენებული სამინისტროს წარმომადგენელმა.  

 

როგორც ცნობილია, ტრამპის ადმინისტრაცია აპირებს შეერთებული შტატების ვაჭრობის კანონმდებლობაში სანქციების გამათვალისწინებელი ერთერთი პუნქტის ძალაში შეყვანას ჩინეთის მიმართ, რომელიც, როგორც ეს მიაჩნია თეთრი სახლის ადმინისტრაციას,  ვაჭრობაში არასამართლიან მეთოდებს მიმართავს. ასეთ შემთხვევაში, ცხადი ხდება რომ შეერთებული შტატები და ჩინეთი ერთმანეთთან კომერციულ ურთიერთობაში უკვე ნაკლებად ეყრდნობიან მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის, როგორც ასეთის- არბიტრის როლს. არაა გამორიცხული რომ ვაშიგტონსა და პეკინს შორის გაიზარდოს უთანხმოება ჩრდილოეთ კორეისა და ასევე სამხრეთ ჩინეთის ზღვის საკითხებშიც - ნათქვამია გაზეთ "უოლ-სტრიტ ჯორნელის" სტატიაში.

 

 

 ავტორი: საერთაშორისო მიმომხილველი გიორგი ჩხუბიანიშვილი



საინვესტიციო „შიმშილი“ რეგიონებში - „ცენტრალური ხელისუფლება თვითმმართველობების მიმართ უფრო მკაცრი უნდა იყოს“

person access_time2017-10-24 09:00:21
საქართველოს რეგიონები კვლავ საინვესტიციო „შიმშილის“ ზღვარზეა. წლიდან წლამდე მაჩვენებელი თითქმის არ იცვლება - რეგიონებში, პატარა ქალაქებში და მითუმეტეს სოფლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ძალიან მცირედით შემოდის. ლიდერი ქალაქი, რომელიც ყველაზე მეტ ინვესტიციას იზიდავს, ისევ თბილისია. შესაბამისად, რეგიონებში ეკონომიკური ზრდა და განვითარება დაბალია.   სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, 2017 წლის მეორე კვარტლის...

რა გააკეთა და რა ვერ შეძლო თბილისის მოქმედმა მერმა? ინტერვიუ დავით ნარმანიასთან

person access_time2017-10-23 20:00:20
დაახლოებით 10-15 დღეში თბილისის მოქმედ მერს, დავით ნარმანიას უფლებამოსილება შეუწყდება და ამ პოსტს კახა კალაძე გადაიბარებს. პრემიერმინისტრი მოქმედ მერს მადლობას უხდის და აცხადებს, რომ „დავით ნარმანია ჩუმად ბევრ საქმეს აკეთებდა და არაერთი კრიტიკის ქარცეცხლს გაუძლო, ხშირად დაუმსახურებელს“. დავით ნარმანია თბილისის მერი 2014 წლის 12 ივლისს გახდა, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, კონკურენტი ნიკა მელია დაამარცხა. იმმედის კვირის წამყვანის ირაკლი...

Bloomberg: 2018 წლიდან სინგაპურში ავტომობილებზე ლიმიტი დაწესდება

person access_time2017-10-23 21:00:16
სინგაპური ავტომფლობელებისთვის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ადგილად ითვლება, სადაც ავტომობილებისათვის განკუთვნილი გზები ტერიტორიის 12%-ს იკავებს. მსოფლიოში ერთადერთი კუნძულოვანი ქალაქ-სახელმწიფოს ხელმძღვანელობის სურვილია, აღნიშნული რიცხვი აღარ გაიზარდოს და არსებული სივრცე სხვა მიზნებისთვის იქნეს გამოყენებული. მთავრობის განცხადებით, სინგაპურის საავტომობილო ქსელს მომავალი წლიდან არცერთი ავტომობილი არ დაემატება.   უფრო მარტივად რომ გავიგოთ: 1990 წლიდან სინგაპურში...

Financial Times: მსოფლიოში სრულყოფილი საპენსიო სისტემა არცერთ ქვეყანას არ აქვს

person access_time2017-10-23 18:00:42
მსოფლიოში საპენსიო სისტემების ხარვეზებისა და ზოგადი მდგომარეობის შესახებ სტატია Financial Times-მა გამოაქვეყნა. "ჯერ მსოფლიოს არცერთ ქვეყანას არ შეუქმნია სრულყოფილი საპენსიო სისტემა", - წერს გამოცემა და წარმოგვიდგენს Melbourne Mercer Global-ის საპენსიო სისტემის ინდექსის მონაცემებს.   გლობალური საპენსიო ინდექსის თანახმად, არ აქვს მნიშვნელობა რამდენჯერ განახორციელებენ ქვეყნები საპენსიო სისტემის რეფორმას, იმიტომ რომ საპენსიო ასაკს მიღწეულ ათობით მილიონ ადამიანს ხანდაზმულობის...

“გარდენია შევარდნაძე” - “ჩვენი საქმე ბიზნესის მიმართულებით არ უნდა განვითარდეს, ეს ნაბიჯი გაუმართლებელი იქნება”

person access_time2017-10-23 19:00:16
„გარდენია შევარდნაძე“ დეკორატიული მცენარეების სანერგეა, რომელიც ზუსტად ათი წლის წინ ზურა შევარნაძემ შექმნა. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას ზურაბ შევარდნაძე აცხადებს, სანერგე უკვე დიდ ტერიტორიად იქცა და ამჟამად  ერთ ჰექტარზეა გაშენებული. დამფუძნებლის თქმით, მის წამოწყებას კონცეფცია არ გააჩნია, რადგან „გარდენია შევარდნაძე“ რამდენიმე ადამიანის გემოვნებით შექმნილი პროდუქტია.   -მას შემდგომ,...

ლადო გურგენიძემ „ლიბერთი ბანკი“ დატოვა

person access_time2017-10-23 13:30:38
ლადო გურგენიძემ „ლიბერთი ბანკი“ დატოვა.    საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილებები უკვე დარეგისტრირდა. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტიდან გათავისუფლების შესახებ შეტყობინება გურგენიძეს  მალიკ იშმურატოვმა გაუგზავნა.    ცნობილია, რომ  ბანკირი და ექს-პრემიერი შესაბამის კომპენსაციას მიიღებს. მიღებული გადაწყვეტილებით, უნდა მოხდეს ლადო  გურგენიძისთვის ყოველთვიური ძირითადი ხელფასის სამმაგი ოდენობის და...

კახა კალაძე : „მერია უნდა იყოს მოქნილი სტრუქტურა ნაკლები ბიუროკრატიით“

person access_time2017-10-23 12:50:44
თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის განცხადებით, მერია უნდა იყოს მოქნილი სტრუქტურა ნაკლები ბიუროკრატიით. ეს არის ის ერთ–ერთი საკითხი, რის მოგვარებასაც ურჩევდნენ თბილისის მომავალ მერს „კომერსანტის“ პროექტის ფარგლებში გამოკითხული ბიზნესმენები.    „იმედის კვირასთან“ პირდაპირ ეთერში  კახა კალაძემ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისთვის მთავარია ნაკლები ბიუროკრატია.  მერია უნდა იყოს მოქნილი სტრუქტურა, ჩვენი...

ბანკებმა 9 თვეში 631 მლნ ლარის მოგება მიიღეს - „ასეთი მაჩვენებელი ნებისმიერი განვითარებული ქვეყნისთვის არალოგიკურია“

person access_time2017-10-23 09:00:39
სექტემბერში წინა თვესთან შედარებით კომერციული ბანკების წმინდა მოგება 70,7 მილიონი ლარით გაიზარდა.   2017 წლის იანვარ-სექტემბერში კი ბანკების წმინდა მოგებამ 631 815 000 ლარი შეადგინა, რაც 147 538 000 ლარით მეტია 2016 წლის იანვარ-სექტემბრის მაჩვენებელთან შედარებით. შარშან ამავე პერიოდში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 484 277 000 ლარს შეადგენდა, ანუ მოგება 30%-ით გაიზარდა.     ამასთან, სექტემბრის მდგომარეობით კომერციული ბანკების შემოსავალი 3,1 მილიარდი...

რეგიონების მასშტაბით, 63-ვე საკრებულოში უმრავლესობით „ქართული ოცნება“ შედის

person access_time2017-10-22 09:53:21
რეგიონების მასშტაბით, 63-ვე საკრებულოში უმრავლესობით „ქართული ოცნება“ შედის 09:31 22-10-2017 რეგიონების მასშტაბით, 63-ვე საკრებულოში უმრავლესობით „ქართული ოცნება“ შედის თბილისის გარდა, საქართველოს მასშტაბით 63-ვე ოლქში, პროპორციულ არჩევნებში „ქართული ოცნება“ ლიდერობს.   ცესკოს მიერ 3644 უბნიდან ამ დროისთვის გამოქვეყნებული 2268 უბნის მონაცემებით, თითქმის ყველა ოლქში მმართველი პარტიის მხარდაჭერა 50 %-ზე მაღალია.   უფრო...

ცესკოს წინასწარი შედეგები ცნობილია

person access_time2017-10-22 03:41:06
ცესკოს წინასწარი შედეგების თანახმად, თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძე ლიდერობს ცესკოს წინასწარი შედეგების თანახმად, თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძე ლიდერობს.   როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ გვიან ღამით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ ეტაპზე დედაქალაქის მასშტაბით 737 უბნიდან 165 უბანია დათვლილი და ამ მონაცემების მიხედვით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა კახა კალაძემ ამომრჩეველთა ხმების 51.4%...


მსგავსი სიახლეები