მთავარი გვერდი

ქართულმა ბანკებმა 2 კვარტალში მოსახლეობისგან ჯარიმებით 38 მლნ ლარი მიიღეს

person access_time2017-08-04 09:40:24

კომერციულმა ბანკებმა 2017 წლის 2 კვარტალში საურავებიდან და კლიენტებისთვის გაცემული სესხებიდან ჯარიმის სახით 37 982 147 ლარის შემოსავალი მიიღეს.

 

კომერციული ბანკების ანგარიშგებაში ვკითხულობთ, 2017 წელს ჯარიმებიდან ყველაზე მეტი შემოსავალი ლიბერთი ბანკმა მიიღო - 13 063 588  ლარი. მეორე ადგილზე თიბისი ბანკი - 10 120 167 ლარი.  მესამე ადგილზე საქართველოს ბანკი, მან 2017 წლის მეორე  კვარტალში საურავებიდან და კლიენტებისთვის მიცემული სესხებიდან ჯარიმის სახით 6 357 465 ლარის შემოსავალი მიიღო. მეოთხე ადგილზეა - კრედო  - 2 602 326  ლარი. ტოპ-ხუთეულშია ფინკა  - 1 620 050  ლარის შემოსავლით.

 

 

 

 ავტორი: კომერსანტი

 

 

 

share

მსგავსი სიახლეები