geo eng rus
ორშაბათი, 26 ივნისი, 2017. 07:44
"საგარეო ფაქტორების გამო, შესაძლოა, ლარი კვლავ გაუფასურდეს"
2017-06-16 12:00:10
+
-

 

 

ტურბულენტობა დაიწყო, საფონდო ინდექსები ეცემა, ეს პროცესი თუ მოკლე დროში არ შეჩერდა ლარის კურსზე უკვე ძლიერი საგარეო ფაქტორი იმოქმედებს - ამ სათაურით აქვეყნებს პოსტს "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე საქართველოს მეცნიერთა საბჭოს წევრი, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი ნიკა შენგელია, რომელსაც "კომერსანტი"  უცვლელად გთავაზობთ.

 

,,როგორც 26 მაისის პოსტში,ვივარაუდეთ ბაზრებზე სიმშვიდე დაირღვა და ტუბულენტობა გაიზარდა. ცნობილი ინდექსები როგორებიცაა: DOW30,SP500(F),DAX,FTSE100, PTC, ММВБ ეცემა.

 

ფსს-მ ბოლო სხდომაზე ასევე მიიღო გადაწყვეტილება რეზერვების ბალანსის შემცირებაზე, 4,2 ტრილიონიდან 2,5 ტრილიონ დოლარამდე,რაც საკმარისად ჩათვალა საბანკო სისტემის ლიკვიდურობის შეასანარჩუნებლად. ბალანსის შემცირება მოხდება გადახდებზე რეფინანსირების შეწყვეტით ანუ ის ინსტრუმენტები რაც ფსს-ს ბალანსზე აქვს ნელ ნელა დაიფარება რეინვესტირების გარეშე, თვეში 10 მილიარდის ოდენობით.

 

დოლარის მოცულობაში შემცირება საფონდო ბაზრებისათვის ერთგვარ გამოწვევად რჩება. თუ ზემოთ აღნიშნული ინდექსების კლება კვლავ გაგრძელდება მაშინ მოკლევადიან პერიოდით ევროს კურსის ზრდას უნდა ველოდეთ.

 

აღნიშნული დასკვნის გაკეთების საფუძველს გვაძლევს ის ფაქტი, რომ 25 მაისიდან მოყოლებული, თუ დააკვირდებოდით ფიუჩერსული კონტრაქტების ვაჭრობის სტატისტიკას, მსხვილი ინვესტორები გრძელ პოზიციებს ხურავდნენ. ესენი ის ინვესტორები არიან ბოლო 2 თვის განმავლობაში ევროს შესყიდვებს, რომ ახორციელებდნენ.შეგახსენებთ,რომ აღნიშნული პროცესები დაიწყო მარტის ფსს-ს სხდომის შემდეგ.

 

ვინაიდან ამ პერიოდში ევრომ ფონდირების ფუნქცია შეასრულა,ის შეიძლება ოდნავადაც გამყარდეს, თუმცა იმ ფონზე როდესაც დოლარის მოცულობაში შემცირება უკვე გადაწყდა და დაიწყება კიდევაც,იგი როგორც ფონდირების ძირითადი ვალლუტა ევროსთან და იაპონურ იენასთან მიმართებაში აუცილებლად გამყარდება.(ანალოგიური მოხდა 2015 წლის ოქტომბერში),როდესაც საფონდო ინდექსებისვარდნის ფონზე აშშ დოლარი სწრაფად გამყარდა,როგორც ძირითადი ფონდირების ვალუტა.

 

არ გამოვრიცხოთ, რომ საფონდო ინდექსების ვარდნის ფონზე ფონდირების ფუნქცია,ასევე დროებით შეითავსოს იაპონურმა იენამაც,ანუ მოხდება მისი ჩამოსვლა ჯერ 109 ნიშნულტან, და შემდეგ თუ 108,60 დონეც გაარღვია უფრო ქვემოთაც ჩამოვა.

 

საფონდო ინდექსების დაცემა ამ მოკლე დროში თუ არ შეჩერდა, სავარაუდოდ DX 99 ნიშნულს გადაკვეთს და შესაბამისად ლარის კურსის სტაბილიზაციის ნაცვლად ,მისი მორიგი დევალვაციის მხილველიც შეიძლება გავხდეთ", - წერს შენგელია "ფეისბუქის" გვერდზე.