geo eng rus
სამშაბათი, 23 მაისი, 2017. 01:15
ევროკომისიამ Facebook-ი €110 მილიონით დააჯარიმა
2017-05-18 16:45:13
+
-

ევროკომისიამ მსოფლიოში უმსხვილეს სოციალურ ქსელს, Facebook-ს €110 მილიონის ($122 მილიონი) ოდენობის ჯარიმა დააკისრა. აღნიშნულის მიზეზად WhatsApp-ის შეძენასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელება სახელდება.

 

„დღევანდელი გადაწყვეტილება არის ნათელი სიგნალი იმისა, რომ კომპანიები ევროკავშირის წესებს უნდა დაემორჩილონ, რაც სწორი ინფორმაციის გავრცელების ვალდებულებასაც მოიცავს. Facebook-ს დარღვევის შესაბამისი ჯარიმის გადახდა მოუწევს," განაცხადა ევროკომისარმა, მარგარეტ ფეშტაგერმა.

 

2014 წელს Facebook-მა WhatsApp-ი $19 მილიარდად შეიძინა. გამოძიება ევროკომისიამ ორი სხვადასხვა დარღვევის გამო დაიწყო. ერთი ეხებოდა WhatsApp-ის შერწყმასთან დაკავშირებით ყალბი ინფორმაციის გაცემას, ხოლო მეორე კი კომისიის მოთხოვნაზე გაცემულ არასწორ ინფორმაციას.

 

აღსანიშნავია, რომ ჯარიმის მოცულობა Facebook-ის მასშტაბის კომპანიისთვის განსაკუთრებული არ არის: კომპანიის შემოსავალი 2016 წელს $27.6 მილიარდს შეადგენდა, ხოლო 2017 წლის პირველ კვარტალში კი $8 მილიარდს გადააჭარბა.

 

 

 

ავტორ(ებ)ი: CNBC