geo eng rus
ორშაბათი, 24 აპრილი, 2017. 11:25
"OPIC-მა საქართველოში გააორმაგა ოპერაციათა მოცულობა, შესაბამისად, ჩვენ აქტიურად ველით პროექტების განხორციელებას თქვენს ქვეყნაში"
2017-04-21 18:58:24
+
-

OPIC-მა საქართველოში გააორმაგა ოპერაციათა მოცულობა, შესაბამისად, ჩვენ აქტიურად ველით პროექტების განხორციელებას თქვენს ქვეყნაში - აღნიშნულია ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის საზღვარგარეთის კერძო ინვესტიციების კორპორაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელისა და აღმასრულებელი დირექტორის, დევ იაგადესანის (Dev Jagadesan) მიერ პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის სახელზე გამოგზავნილ წერილში.

 

 

აღნიშნული გადაწყვეტილება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის საზღვარგარეთის კერძო ინვესტიციების კორპორაციაში (OPIC) ქართული დელეგაციის შეხვედრის შემდეგ იქნა მიღებული.

 

 

„მადლობას გიხდით თქვენ და თქვენს დელეგაციას ჩვენთან - ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის საზღვარგარეთის კერძო ინვესტიციების კორპორაციაში ვიზიტისთვის. კვლავ ველით ასეთი ტიპის შეხვედრების გამართვას, რათა გავაძლიეროთ ჩვენი ისედაც მჭიდრო და წარმატებული პარტნიორობა საქართველოსთან. მოხარული ვიქნებით, მონაწილეობა მივიღოთ საქართველოში ორგანიზებულ ნებისმიერ კონფერენციაში, განსაკუთრებით, საინვესტიციო ფონდების მიმართულებით. ველით თქვენთან თანამშრომლობის გაგრძელებას," -აღნიშნულია წერილში.

 


ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის საზღვარგარეთის კერძო ინვესტიციების კორპორაციაში შეხვედრა ვაშინგტონში, 19 აპრილს შედგა და მას პირველ ვიცე-პრემიერთან, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა ესწრებოდნენ.