geo eng rus
პარასკევი, 23 ივნისი, 2017. 12:36
გიორგი გახარიამ უნგრეთის მხარესთან ურთიერთგაგებისა და ინვესტიციების წახალისების მემორანდუმებს მოაწერა ხელი
2017-04-21 14:27:52
+
-

საქართველოში უნგრეთის პრემიერ მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და უნგრეთის ეროვნული ეკონომიკის სამინისტროებს შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთგაგების მემორანდუმები გაფორმდა.

 

 

დოკუმენტებს ხელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ და უნგრეთის ეროვნული ეკონომიკის მინისტრმა მიჰაი ვარგამ მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონია საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში საქართველოსა და უნგრეთის მთავრობებისწარმომადგენელთა გაფართოებული შეხვედრის შემდეგ გაიმართა.

 

 

როგორც „კომერსანტს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, გიორგი გახარიამ გაფორმებული დოკუმენტების მნიშვნელობა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის დიდი პოტენციალი არსებობს. მისი განცხადებით, უნგრეთის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გამართული ბიზნესფორუმი, ხელმოწერილი დოკუმენტები და მაღალი დონის შეხვედრები კარგ საფუძველს ქმნის სამომავლოდ უფრო მჭიდრო და ურთიერთსასარგებლო ეკონომიკური ურთიერთობებისთვის. „დარწმუნებული ვარ, რომ ამ ვიზიტის შემდეგ აუცილებლად იქნება კონკრეტული ბიზნესაქტივობები, რასაც ხელს უწყობს დღეს ბიზნესებს შორის გამართული შეხვედრა სამთავრობო დელეგაციებისმხარდაჭერით" - განაცხადა გიორგი გახარიამ.