geo eng rus
პარასკევი, 23 ივნისი, 2017. 12:38
VIIB სალიცენზიო ბლოკზე ახალი საინვესტიციო პროგრამა იწყება
2017-03-20 15:19:14
+
-

საქართველოსენერგეტიკისმინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი ტატიშვილი -ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს, "Vectra Petroleum Limited"-სა და "NauticAwt Energy PTE LTD"-ს შორის შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიალს დაესწრნენ.

 


შეთანხმების მიხედვით "VectraPetroleumLimited" და "NauticAwtEnergy PTE LTD" გურიის და აჭარის რაიონებში ერთობლივად განახორციელებენ ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების სამუშაო პროგრამის მესამე ფაზას.

 


დამტკიცებული გეგმის თანახმად, მომავალი სამი წლის განმავლობაში 30 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. პროგრამის განხორციელებისას დაგეგმილია არსებული მომპოვებელი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით არსებული მოპოვების გაზრდადა ახალი ღრმა ჭაბურღილების ბურღვა.

 


„ვექტრა პეტროლეუმ ლიმიტედი" 2011 წელს VIIB სახელშეკრულებო ფართობზე გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების კონტრაქტორია. ხელმოწერის ბონუსის სახით „ვექტრა პეტროლეუმ ლიმიტედ"-მა 5 მლნ. აშშ დოლარი გადაიხადა, ხოლო დღემდე განხორცილებულმა ინვესტიციებმა 9 მლნ. აშშ დოლარს გადააჭარბა.

 


"Vectra Petroleum Limited" ჰონგ-კონგში რეგისტრირებული კომპანიაა, იგი ოპერირებს ინდოეთში, ჩეხეთში, საფრანგეთსა და სინგაპურში. "Nautic Awt Energy PTE LTD" დაფუძნებულია სინგაპურში 2011 წელს. კომპანია მიეკუთვნება "Nautic AWT Energy Solutions" ჯგუფს, რომლიც წარმოადგენს მაღალტექნოლოგიური აქტივების მქონე კომპანიას და აქტიურადაა ჩართული ნავთობისა და გაზისი ნდუსტრიის მონაწილეთათვის ტექნოლოგიური დახმარების აღმოჩენაში.