geo eng rus
სამშაბათი, 21 თებერვალი, 2017. 10:15
ლეგენდარული Nokia 3310 ბაზარზე ბრუნდება
2017-02-15 12:06:33
+
-

Nokia 3310 ბაზარზე პირველად 17 წლის წინ გამოჩნდა და თავისი გამძლეობისა და ელემენტის სიძლიერის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვად ტელეფონად იქცა. Nokia-ს ინფორმაციით, 2000-2005 წლებში 126 მილიონი 3310 გაიყიდა.

 

HMD Oy Global-ის განცხადებით, რომელიც Nokia-ს ბრენდზე ექსკლუზიური უფლებები ეკუთვნის, 3310 ევროპულ და ჩრდ. ამერიკულ ბაზარზე თებერვლის ბოლოს გამოჩნდება. მისი ღირებულება €59 იქნება - საგრძნობლად ნაკლები, ვიდრე 2000 წელს (£129).

 

ჯერჯერობით უცნობია, ექნება თუ არა ახალ 3310-ს თავისი წინამორბედის მთავარი შტრიხები: ელემენტის განგრძლივობა, გამძლეობა და ცნობილი თამაში, Snake II.

 

 

ავტორი: guardian