geo eng rus
პარასკევი, 28 აპრილი, 2017. 05:56
შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელთათვის ღია კარის დღეებს გამართავს
2017-01-10 10:00:56
+
-

მოგების გადასახადის დაბეგვრის ახალი წესის თაობაზე შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელთათვის ღია კარის დღეებს გამართავს.

 

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ღია კარის დღეები 11, 12, 16, 18, 20, 24, 26, 31 იანვარს, თბილისში, თელავში, რუსთავში, გორში, ახალციხეში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ფოთში, მარნეულსა და ზესტაფონში ჩატარდება.

 

ღია კარის დღეების ფორმატში, გადასახადის გადამხდელებისთვის მოგების გადასახადის დაბეგვრის ახალი წესის შესახებ პრეზენტაციები გაიმართება, ასევე კითხვა-პასუხის რეჟიმში, გადამხდელები მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას აღნიშნული სიახლის შესახებ.

 

მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალი წესი ე.წ. განაწილებული მოგების გადასახადი, რომელსაც გარკვეული კატეგორიის პირები გადაიხდიან, ძალაში 2017 წლის 1 იანვარს შევიდა.