ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-9 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა – რჩეული თერთმეტი მოთამაშე საერთაშორისო სტატისტიკურმა და ანალიტიკურმა პორტალმა sofascore-მ დაასახელა.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ბოლო ტურის შეხვედრაში დუბლი შეასრულა და „მონპელიესთან“ „სენტ-ეტიენის“ გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა – 2:0.

დავითაშვილმა მე-2 წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო 23-ე წუთზე სტუმრების უპირატესობა ორამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. საერთაშორისო პორტალმა ქართველის თამაში 8,9 ქულით შეაფასა და ტურის საუკეთესო მოთამაშეთა სამეულშიც მოხვდა.

ქართველმა მოთამაშემ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 8 შეხვედრაში უკვე მეოთხე გოლი გაიტანა. „სენტ-ეტიენი“ 9 ტურის შემდეგ „ტრუასთან“ და „პაუსთან“ ერთად 20-20 ქულით გათამაშებას ლიდერობს.

1tv.ge