უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ყირიმში უკრაინული სილიკონის ველის შექმნის იდეა აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიასთან პრეზიდენტის ეს იდეა ვიცე-პრემიერმა, ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილ ფიოდოროვმა განმარტა.
„პრეზიდენტს აქვს იდეა, რომ ყირიმში აშენდეს ველის მსგავსი პროექტი - სუპერ ტექნოლოგიური უნივერსიტეტით, კომპანიებით, რომლებიც იქ მთელი წლის განმავლობაში იმუშავებენ და ა.შ.“, - განაცხადა ფიოდოროვმა.
მინისტრმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ სურს მთელი ქვეყანა სილიკონის ველი გახდეს.
„მსგავსი კლასტერები გაჩნდება, თუ ჩვენ სწორად ჩამოვაყალიბებთ პოლიტიკას და ასევე - როცა გავიმარჯვებთ, ჩვენ მოვაგვარებთ უსაფრთხოების საკითხებს და შევძლებთ ინფრასტრუქტურის განვითარებას“, - დასძინა მან.