უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მზად არის, შეხვდეს აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, თუ ის კვლავ მიიწვევს „რეალური პრობლემების გადასაჭრელად“.
როგორც გამოცემა „ბლუმბერგი“ წერს, ლონდონში, უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ევროპელი ლიდერების სამიტში მონაწილეობის შემდეგ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა იმსახურებს თანასწორ დიალოგს და კვლავ ჩავა აშშ-ში, თუ ტრამპი მიიწვევს კონსტრუქციული დიალოგისთვის, რეალური პრობლემების გადასაწყვეტად, სერიოზულ საკითხებზე გადამწყვეტი ქმედებებისა და პასუხებისთვის.
„დარწმუნებული ვარ, ეს ვითარება გაივლის და წინ უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამასთან, „ბლუმბერგის“ ცნობით, „ზელენსკი ფრთხილად არჩევდა სიტყვებს ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან თეთრ სახლში შეხვედრისას მომხდარი დაპირისპირების შემდეგ“.
გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ლონდონში ჟურნალისტებთან საუბრისას, ზელენსკიმ უარი თქვა ჟურნალისტის თხოვნაზე, ინგლისურად ესაუბრა, რათა თავიდან აეცილებინა არასწორი ინტერპრეტაცია.