IQAir-ის ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოს 10 ყველაზე დაბინძურებული ქალაქიდან ცხრა ინდოეთშია.
აღნიშნული კომპანიის მიერ მომზადებული 2023 წლის მსოფლიო ჰაერის ხარისხის კვლევაში აღნიშნულია, რომ ყველაზე დაბინძურებული ჰაერით მსოფლიოს დედაქალაქებში დელი ლიდერობს, ქალაქებს შორის კი ასევე ინდოეთის ქალაქი ბეგუსარაი გამოირჩევა.
კვლევაში აღნიშნულია, რომ 2018 წლიდან ინდოეთის დედაქალაქი ოთხჯერ დასახელდა მსოფლიოს ყველაზე დაბინძურებულ დედაქალაქად.