YouTube ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნილი მუსიკალური კომპოზიციების მარკირების დანერგვა დაიწყო. ინოვაცია YouTube Music-ში უკვე მოქმედებს.

YouTube-ში აღნიშნეს, რომ გენერაციული AI არტისტებს შემოქმედებისა და ექსპერიმენტების საშუალებას აძლევს. თუმცა, მსმენელებს სურთ გამჭვირვალობა იმ სიტუაციებში, როდესაც ნეიროქსელების დახმარებით შექმნილ ტრეკებს აწყდებიან.

სპეციალური აღნიშვნა პირდაპირ პლეიერის გვერდზე განათავსეს. მასზე დაწკაპუნებით ​კომპოზიციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის ნახვაა შესაძლებელი.

AI-ის შესახებ აღნიშვნა ჯერჯერობით მხოლოდ YouTube Music-შია ხელმისაწვდომი, თუმცა მოგვიანებით ძირითად აპლიკაციაშიც გამოჩნდება.