VTB ბანკი ანექსირებულ ყირიმში იპოთეკური სესხების გაცემის დაწყებას გეგმავს. ამის შესახებ ბანკის პრესსამსახური იტყობინება.

„მაისში ვითიბი-ს კლიენტებს შეეძლებათ აიღონ იპოთეკა ყირიმში საცხოვრებლის შესაძენად“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამავე ცნობით, სესხების დამუშავება პირდაპირ ნახევარკუნძულზე განხორციელდება RNKB-ის (VTB-IF ჯგუფის ნაწილი) ოფისებში სიმფეროპოლში, ევპატორიაში, სევასტოპოლსა და იალტაში.

ასევე მაისში ბანკი დაიწყებს იპოთეკური სესხების გაცემას ყარაჩაი-ჩერქეზეთში, ყალმიკიაში და ინგუშეთში.