რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მომავალ კვირას ერთდღიანი ვიზიტით პეკინში ჩავა. ინფორმაციას ამის შესახებ ჩინური მედია ავრცელებს.
ჩინური მედიის ცნობით, პუტინი პეკინს ჩინეთში აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტიდან რამდენიმე დღეში ეწვევა.
წყაროებმა South China Morning Post-ს განუცხადეს, რომ ვიზიტი, სავარაუდოდ, 20 მაისს შედგება.
მათივე თქმით, ეს ვიზიტი მოსკოვისა და პეკინის შორის მიმდინარე რეგულარული ურთიერთობების ნაწილია და არ არის მოსალოდნელი, რომ მას თან ახლდეს განსაკუთრებული ცერემონია.
გამოცემის ცნობით, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ჩინეთი ერთსა და იმავე თვეში, მულტილატერალური ფორმატის გარეშე, უმასპინძლებს ორი დიდი ძალის ლიდერებს, რაც ასახავს პეკინის მცდელობას, მართოს ურთიერთობები ორივესთან და დაიმკვიდროს ცენტრალური როლი ფრაგმენტირებულ მსოფლიო წესრიგში.