L'Oreal-ის დამფუძნებლის შვილიშვილი - 70 წლის ფრანსუაზა ბეტანკურ მაიერსი გახდა პირველი ქალი, რომლის ქონებამაც 100 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

L'Oreal-ის  მემკვიდრე კომპანიის თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებს და მისმა ქონებამ 100,2 მილიარდ დოლარს მიაღწია.

მაიერსის ქონების ზრდას ხელი შეუწყო L'Oreal-ის აქციების რეკორდულმა მაღალმა ფასებმა. მანამდე ის სამჯერ იყო აღიარებული მსოფლიოს უმდიდრეს ქალად.