ვენის კიოსკები, რომლებიც ცნობილ ვენურ სოსისებს ყიდიან, შესაძლოა, UNESCO-ს მიერ ავსტრიის არამატერიალურ მემკვიდრეობად იქნას აღიარებული.

ინიციატივა კიოსკების მეპატრონეებს ეკუთვნით.

ვენის წაგრძელებული სოსისები (Wieners), ჩვეულებრივ, ჰოთ-დოგებში თავსდება. მათი გაყიდვა ჯიხურებში ჯერ კიდევ ავსტრია-უნგრეთის იმპერიის პერიოდში დაიწყო.

მას შემდეგ ჯიხურები ადგილობრივი მცხოვრებლების საყვარელ დაწესებულებად იქცა.

ამასთან, სოსისის გამყიდველებს საკუთარი ჟარგონი აქვთ, ხოლო თავად კიოსკები ადგილობრივი პოპკულტურისა და ლიტერატურის ნაწილი გახდა.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი