იტალიის ქალაქ ვენეციის ხელისუფლებამ ქალაქში ფასიანი შესვლის ვადა მომავალ წლამდე გაახანგრძლივა და სისტემას ოდნავ ცვლის – გაზრდის დღეების რაოდენობას, რომლებშიც ტურისტებმა უნდა გადაიხადონ შესვლისთვის და გააორმაგებენ საფასურს მათთვის, ვინც არ დაჯავშნის ადგილს წინასწარ. „ევროპეისკაია პრავდას“ ინფორმაციით, ამის შესახებ AP იტყობინება.

ვენეციის მერმა ლუიჯი ბრუნარომ თქვა, რომ გადასახადი მიზნად ისახავს დაეხმაროს ქალაქს და მის მცხოვრებლებს ოვერტურიზმთან ბრძოლაში, ხალხმრავალ არდადეგებსა და შაბათ-კვირას ვიზიტორების შემოდინების თავიდან ასაცილებლად. 

ახალი საპილოტე სისტემა 2025 წლის 18 აპრილს დაიწყება და 27 ივლისამდე გაგრძელდება - საფასურის დაგროვება მოხდება ყოველ პარასკევს, ასევე შაბათ-კვირას და არდადეგებზე, სულ 54 დღის განმავლობაში. ტურისტები, რომლებიც წინასწარ არ დაჯავშნიან ადგილებს, გადაიხდიან 10 ევროს ჩვეულებრივი 5-ის ნაცვლად.

გადასახადი დაირიცხება ტურისტების ქალაქში შედინების პიკის დროს - 8.30-დან 16.00 საათამდე.