აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვენესუელამ ამერიკული ნავთობის კომპანიები ქვეყნიდან გააძევა და ნავთობის მოპოვებაზე უფლებები წაართვა.
„არც ისე დიდი ხნის წინ მათ მთელი ჩვენი ნავთობი წაგვართვეს“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
როგორც დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ვენესუელაში შემავალი და გამავალი ყველა სანქცირებული ნავთობტანკერის სრული ბლოკირების მიზანია წართმეული უფლებების დაბრუნება.
„ჩვენ ვიბრუნებთ მიწას, ნავთობზე უფლებებს, რაც გვქონდა. მათ ეს ჩამოგვართვეს, რადგან გვყავდა პრეზიდენტი, რომელიც, შესაძლოა, არ აკონტროლებდა სიტუაციას. ისინი ამას აღარ გააკეთებენ“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვენესუელაში შემავალი და გამავალი ყველა სანქცირებული ნავთობტანკერის სრული ბლოკირების ბრძანება გუშინ გასცა. აღნიშნულს ვენესუელის თავდაცვის მინისტრმა, ვლადიმირ პადრინო ლოპესმა დღეს უპასუხა და განაცხადა: „სამწუხაროდ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისგან მოვისმინეთ ბოდვა, როდესაც აღნიშნა, თითქოს საზღვაო ბლოკირება იქმნებოდა კარიბის წყლებში, ტრამპმა თქვა, რომ მოვიპარეთ ნავთობი, რომელიც ჩვენს მიწაზეა“.
1tv.ge