ფრანგულმა სუპერმარკეტმა Intermarché-მ შემოგვთავაზა ის, რაც ყველაზე უჩვეულო 2025 წლის საშობაო რეკლამა უნდა იყოს… Unloved დაარქვა და სრულად ანიმაციური, გულისამაჩუყებელი ამბავი მოგვიყვა მგელზე, რომლისაც არავის ესმის, იმდენადაც, რომ ვერც ისეთი ვინმე იპოვა, ვინც მაგიდასთან შემოუჯდება. აღნიშნული კი ბრენდის მისიას ეხმიანება: We all have a reason to eat better. 

რაღა თქმა უნდა, რთულია, მეგობრები იპოვო მაშინ, როცა მათ ჭამ, თუმცა ახალ წელს დროის სხვებთან ერთად გატარების სურვილი იმდენად ძლიერი აღმოჩნდება, რომ მგელი ვეგეტარიანელობასაც გადაწყვეტს:

კამპანიაზე Romance-ის სარეკლამო სააგენტომ, ოსკარზე ნომინირებულ სტუდია Illogic-თან ერთად, იმუშავა.

www.marketer.ge