ვარშავაში ახალი გიგანტური აეროპორტ Central Communications Port-ის (CPK) ამოქმედების შემდეგ, ძირითადი ტრანსპორტი იქ შოპენის აეროპორტიდან გადაინაცვლებს. შეწყვეტს თუ არა ქვეყნის უდიდესი აეროპორტი სამოქალაქო ფრენების მიღებას, ამის შესახებ გადაწყვეტილებას მთავრობა მიიღებს. ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.

„შოპენი“ ერთადერთი აეროპორტია პოლონეთის დედაქალაქში. ყოველწლიურად ის დაახლოებით 14 მილიონ მგზავრს იღებს. სხვა აეროდრომებს - მოდლინსა და რადომს ასეთი შედეგები არ აქვთ. ხელისუფლება დიდ იმედებს ამყარებს CPK-ზე, რომელიც წელიწადში 40 მილიონი მგზავრს მოემსახურება. ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაპირებების თანახმად, CPK-მდე მისვლა რკინიგზის სადგურ „ვარშავას ცენტრიდან“ 15 წუთში იქნება შესაძლებელი.

ჯერჯერობით შოპენის აეროპორტზე დისკუსია გრძელდება. პოლონეთის ინფრასტრუქტურის მინისტრს ანდჟეი ადამჩიკს არ სურდა დედაქალაქის აეროპორტის დახურვა, მაგრამ მარტინ ჰორალა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე და CPK-ის წარმომადგენელი, დაჟინებით მოითხოვს მის დახურვას.

საავიაციო ინდუსტრიის სახელმწიფო სტრატეგიის პროექტი არ შეიცავს კონკრეტულ გადაწყვეტილებას ვარშავის აეროპორტის დახურვის შესახებ. მაგრამ დოკუმენტში ნათქვამია, რომ შოპენის მთავარი კომერციული ტრაფიკი გადაეცემა CPK-ს. დე ფაქტო ეს დედაქალაქის აეროპორტის დახურვას უტოლდება, ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

პოლონეთის უდიდესი აეროპორტი ვარშავიდან 40 კილომეტრში აშენდება. მას Central Communications Port (Centralny Port Komunikacyjny) ერქმევა. არქიტექტურული პროექტის მიხედვით, აეროდრომი ფრენებისთვის 2028 წელს გაიხსნება და წელიწადში 40 მილიონ მგზავრს მოემსახურება. მაგრამ არქიტექტორები მას ისე დააპროექტებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში ეს რიცხვი დარეგულირდეს - გაიზარდოს ან შემცირდეს.