ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სამშაბათს, 9 მაისს, „ევროპის დღის” აღსანიშნავად კიევში ჩავა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ევროკომისიის პრეზიდენტის პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს განაცხადა, რომ უკრაინა 9 მაისს „მეორე მსოფლიო ომში“ ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღის ნაცვლად „ევროპის დღეს“ აღნიშნავს.