უნგრეთმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების ორ საკითხზე მოლაპარაკებები დაბლოკა.

ამის შესახებ ინფორმაციას РБК - უკრაინა Financial Times-ზე დაყრდნობით ავრცელებს. 

წყაროების ცნობით, ბუდაპეშტმა გადადო მეორე და მესამე მოლაპარაკების ჯგუფების გახსნა, რომლებიც მოიცავს ერთიან ბაზარზე ინტეგრაციას და ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკას. უფრო მეტიც, უნგრეთის ლიდერის, პეტერ მადიარის გუნდი მოითხოვს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურები არ დაჩქარდეს.

Financial Times-ის ცნობით, ბუდაპეშტის ბოლოდროინდელი ქმედებები მიუთითებს უნგრეთის ხელისუფლების სურვილის არქონაზე სრულად მიატოვოს უკრაინის მიმართ ადრე მიღებული პოლიტიკა. ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა შეფერხება „დროებით დაბრკოლებად“ შეაფასა, რომლის გადაჭრაც, სავარაუდოდ, შესაძლებელია. თუმცა, ევროპელი ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ უნგრეთის მხარდაჭერის შენარჩუნება, სავარაუდოდ, ახლა პირდაპირ პოლიტიკურ ჩარევას მოითხოვს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი თავდაპირველად უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარების წინააღმდეგი იყო. გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დიდი ხნის წინ დაანონსებული სამიტი ჯერ კიდევ არ შედგა.

ვრცლად www.rbc.ua – ზე