Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა, - ინფორმაციას რუსული მედია უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დუროვს ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის საქმეზე 205.1 მუხლის 1.1 ნაწილით (ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობა)“, - ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, შეტყობინებების აპლიკაციის ადმინისტრაციამ ვერ შეძლო უკრაინის სადაზვერვო სააგენტოების მიერ „შეთქმულების დასაგეგმად და მასობრივი მკვლელობების ჩასატარებლად გამოყენებული არხების წაშლა“.