უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტომ (NAPC) მსხვილი ჩინური კერძო ავტომობილების მწარმოებელი კომპანია Great Wall Motor-ი ომის საერთაშორისო სპონსორად დაასახელა.
ამ გადაწყვეტილების მიზეზად კომპანიის მხრიდან რუსეთის ბაზრის არ დატოვება და რუსეთის ფედერაციაში საქმიანობის გაფართოება სახელდება.
Great Wall Motor მერვე უმსხვილესი ავტომობილების მწარმოებელია ჩინეთში. კომპანიის 55,78%-ს ჩინელ მილიარდერ ვეი ჯიანჯუნის ეკუთვნის. GWM აწარმოებს და ყიდის ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: GWM, Haval-ი, WEY, TANK-ი, POER-ი, ORA.
„უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის შემდეგ, ბევრმა საერთაშორისო კომპანიამ გადაწყვიტა დაეტოვებინა რუსული ბაზარი, ხოლო Great Wall Motor-ი აცხადებს, რომ არ აქვს რუსეთიდან გასვლის სურვილი და განიხილავს გრძელვადიან - 3 მილიარდი იუანის (472 მილიონი დოლარი) ინვესტიციას რუსეთის ფედერაციაში“, - ნათქვამია NAPC-ის ვებსაიტზე.
ამავდროულად, 2023 წლის მდგომარეობით, რუსეთი Great Wall Motor-ის გაყიდვების უდიდესი ბაზარია. გასულ წელს რუსულ ბაზარს საერთო შემოსავლების თითქმის 30% ეკავა.
ასევე, 2019 წლიდან რუსეთში ფუნქციონირებს კომპანიის პირველი უცხოური ქარხანა მანქანების წარმოებისთვის. ტულაში იწარმოება HAVAL F7 და HAVAL F7x კროსოვერები, HAVAL JOLION და HAVAL H9 ჩარჩო ჯიპი.
2022 წელს Great Wall Motor-მა რუსეთის ბაზარზე ახალი ბრენდი Tank წარადგინა და Poer KingKong პიკაპის შემოტანასაც გეგმავს, ხოლო 2023 წელს კი რუსეთში T300 და T500 ჯიპები გამოჩნდება.
2022 წლის შედეგების მიხედვით, რუსეთის ავტომობილების ბაზარზე Havale Motor Manufacturing Rus ქარხანა მეორე ადგილზეა წმინდა მოგების მიხედვით, რაც 340 მილიონი აშშ დოლარს შეადგენს. ამავდროულად Great Wall Motor გეგმავს პროდუქციის გაყიდვების გაზრდას 50,9%-ით - 1.6 მილიონ ერთეულამდე.