უკრაინული კომპანია Sherp-ი 26 აპრილს თურქეთის პროვინცია ბურსაში ახალ ქარხანას ხსნის. Daily Sabbah-ის ცნობით, ქარხანა მრავალფუნქციური ყველგანმავალი Sherp YETX-ის მასობრივ წარმოებას დაიწყებს.
Sherp YETX შექმნილია რთულ რელიეფზე გადაადგილებისთვის. მოდელის სიმაღლეა 2,8 მეტრი, სიგრძე - 4 მეტრი და სიგანე - 2,5 მეტრია. მას შეუძლია ადვილად გადალახოს დაბრკოლებები. მანქანა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში, ტყის ხანძარსაწინააღმდეგო და სასწრაფო დახმარების სამსახურში იმ ადგილებში, სადაც მსუბუქი მანქანები ვერ აღწევს.
Sherp YETX გამოიყენება რთული კლიმატის და რელიეფის მქონე ქვეყნებში, განსაკუთრებით ჩრდილოეთ ამერიკაში, აფრიკასა და არქტიკაში.