97 წლის ასაკში უკრაინის საპატიო პატრიარქი ფილარეტი გარდაიცვალა, ინფორმაცია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა, მიტროპოლიტმა ეპიფანემ გაავრცელა.

„დღეს ჩემს გულში, ისევე როგორც ბევრი უკრაინელის გულში, დიდი მწუხარებაა... დასრულდა უწმინდესი პატრიარქის, ფილარეტის მიწიერი გზა“, -  ნათქვამია განცხადებაში.

ფილარეტი 9 მარტს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კიევის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ფილარეტი ტომოსის მიღებამდე კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას ხელმძღვანელობდა. 2018-2019 წლებში, როდესაც მსოფლიო პატრიარქმა უკრაინის ახალ ეკლესიას ტომოსი [ავტოკეფალიის დოკუმენტი] გადასცა, ფილარეტმა მართვის სადავეები მიტროპოლიტ ეპიფანეს სასარგებლოდ დათმო, თავად კი საპატიო პატრიარქის ტიტული მიიღო.