მარტის დასაწყისიდან მოყოლებული, ჰორმუზის სრუტეში 99–მა კომერციულმა გემმა შეძლო გავლა, რაც დღეში საშუალოდ ხუთიდან ექვს გემს შეადგენს, იტყობინება BBC კომპანია Kpler-ის ანალიტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ენერგომატარებელი და აუცილებელი საქონელი კვლავ გადაადგილდება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული საზღვაო მარშრუტით, ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან ყოველდღიური მოძრაობა დაახლოებით 95%-ით შემცირდა.

ანალიზი აჩვენებს, რომ სრუტეში ბოლო დროს გადაადგილებული გემების დაახლოებით მესამედი ირანთან დაკავშირებულ გემებს მოიცავს.

UKMTO–მ ომის დაწყებიდან მოყოლებული, დააფიქსირა ირანის 20-ზე მეტი თავდასხმა კომერციულ გემებსა და საზღვაო ინფრასტრუქტურაზე სპარსეთის ყურეში, ჰორმუზის სრუტესა და ომანის ყურეში.

წყარო: interfax