უკრაინის ჯარს უფრო მეტი ტერიტორიის გათავისუფლების შესაძლებლობა ექნება, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა “რამშტაინის” ფორმატის შეხვედრასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი თემა სხვადასხვა შესაძლებლობების, სისტემების, მიწოდებების აღრიცხვა იყო, რომლებიც უკრაინელებს სჭირდებათ, რათა შესაძლებლობა ჰქონდეთ მეტი ტერიტორია დაიბრუნონ.

სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-მა და გერმანიამ უკრაინას საჰაერო თავდაცვის Patriot სისტემები უკვე გადასცეს, მაგრამ მათი რიცხვი არ დააკონკრეტა.

მისი თქმით, ალიანსი ახლა უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფაზე არის კონცენტრირებული, ომის შემდეგ კი ფოკუსირდება იმაზე, რომ კიევს ჰქონდეს “შეკავების ძალები ახალი თავდასხმების თავიდან ასაცილებლად”.