უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები.
ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.
აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა.
„წარმატებული სამაშველო ოპერაცია განხორციელდა სუდანის დედაქალაქ ხარტუმიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეიარაღებული კონფლიქტის ზონიდან ევაკუირებული იქნა უკრაინის 87 მოქალაქე, ძირითადად ავიაციის სპეციალისტები - პილოტები, ტექნიკოსები და მათი ოჯახის წევრები. ასევე ევაკუირებული იქნა საქართველოსა და პერუს მოქალაქეები.
სულ გადაარჩინეს 138 მოქალაქე, მათ შორის 35 ქალი და 12 ბავშვი, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, ამჟამად ყველა ევაკუირებული ეგვიპტეში უსაფრთხო ადგილზე იმყოფება.
მათ უზრუნველყოფენ საჭირო სამედიცინო დახმარებით, საკვებითა და წყლით, უკრაინის მოქალაქეებს უტარდებათ სავიზო და დოკუმენტური მხარდაჭერა და მალე სამშობლოში დაბრუნებას ელიან, - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
მე არ მჯერა ტრამპისა და პუტინის მეგობრობის... სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება - ნიკოლოზ ვაშაკიძე
ილჰამ ალიევი საქართველოში ჩამოდის
"ოცნებაში" ამბობენ, რომ შტატებიდან საქართველოში ჩამოვა ჯგუფი, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს შეისწავლის
რუსეთი გულწრფელად ცდილობს აფხაზეთი საცხოვრებლად და სამუშაოდ კომფორტული ქვეყანა იყოს - ვლადიმერ პუტინი
შვეიცარიამ ქართული დიპლომატიური, ოფიციალური ან სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებს უვიზო მიმოსვლა შეუჩერა