14-15 ნოემბრის ღამით რუსეთის ქალაქ ნიჟნეკამსკში მდებარე ქვეყნის უდიდეს ნავთობქიმიური წარმოების ცენტრზე დრონებით მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა. ინფორმაციას გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, იერიშების შედეგად დაზიანებულ ნავთობქიმიური წარმოების ცენტრში ხანძარი გაჩნდა.

გამოცემა Astra-ს ცნობით, ნიჟნეკამსკისნავთობქიმიური კომპლექსი ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი უდიდესია და პლასტმასსა და ეთილენს აწარმოებს.