უკრაინა ინიციატივით გამოდის, ფრანგულ კომპანიებთან, რომლებიც იარაღს აწარმოებენ, ერთობლივი საწარმოები შეიქმნას. რამდენიმე პროექტი, რომელიც უკრაინულმა მხარემ ფრანგულს შესთავაზა, შესაძლოა, გაყინულ რუსულ აქტივებზე დარიცხული პროცენტით დაფინანსდეს.

გეგმა უკრაინის დახმარებისა და რეკონსტრუქციის საკითხებში საფრანგეთის პრეზიდენტის წარმომადგენელს, პიერ ელბრონს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე სერჰიი ბოევმა შეხვედრაზე გააცნო.

ბოევმა მაკრონის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვედრაზე უთხრა, რომ უკრაინის კრიტიკულ საჭიროებებში კვლავ რჩება საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემები, ამგვარი სისტემებისთვის ოპერირებისთვის საჭირო რაკეტები, მძიმე ჯავშანტექნიკა და საბრძოლო მასალა.

"გარდა ინვესტიციებისა და წარმოების განვითარებისა, უკრაინა ასევე დაინტერესებულია უკვე გამზადებული იარაღის შესყიდვითაც. რჩება კვლავ მნიშვნელოვანი საჭიროებები, სიტუაცია ფრონტზე დინამიურია, შესაბამისად, ჩვენ სწრაფი გადაწყვეტილებები გვჭირდება". - თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

ბოევმა ელდრინს ასევე გააცნო რუსეთის მიმდინარე გეგმებიც. მან საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ აგრესორის ქმედებები მიუთითებს, რომ რუსეთის ფედერაცია ომის დასრულებას არ აპირებს და ერთეულების შექმნის, ომში ახალი პირების გაწვევითა და თავდაცვის ინდუსტრიის განვითარების გზით საკუთარი შესაძლებლობების გაზრდას აგრძელებს.

"განგრძობადი მხარდაჭერა პარტნიორებისგან და მზაობა [ამ მხარდაჭერის] გაზრდაზე ჩვენთვის მნიშვნელოვანია. უკრაინა ძლიერი უნდა იყოს ბრძოლის ველზე - ეს მნიშვნელოვანია მდგრადი მშვიდობის მიღწევისთვის". - თქვა სერჰიი ბოევმა. 

წყარო: ტაბულა