უეფა მხარს არ დაუჭერს ფეხბურთში თამაშგარის წესის შეცვლას, რომლის ინიციატორად „არსენალის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი გამოდის. ამის შესახებ წერს გაზეთი The Times.

წყაროს ცნობით, უეფა-ში რეფორმას „ძალიან რადიკალურს“ უწოდებენ და მან შეიძლება მნიშვნელოვნად შეცვალოს გუნდების ტაქტიკა, კერძოდ დაცვაში მყოფი გუნდი იძულებული იქნება დაბლა დაიცვას თავი.

უეფა მზად არის კომპრომისი შესთავაზოს ფრანგ სპეციალისტს, რომლის მიხედვითაც თამაშგარე დაფიქსირდება მხოლოდ კორპუსის მდებარეობით და არ მიაქცევენ ყურადღებას მოთამაშის ფეხებსა და თავს.

საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭო (IFAB) შესაძლო სიახლეს ყოველწლიურ სხდომაზე განიხილავს, რომელიც 20 იანვარს ლონდონში გაიმართება. საბოლოო გადაწყვეტილება შეიძლება მიიღონ თებერვალში უელსში გასამართ გენერალურ ასამბლეაზე. წერენ, რომ გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატამდე. სავარაუდოდ, ოფსაიდის წესის ცვლილებაზე ხმის მიცემა მას შემდეგ გაიმართება, რაც დაბალ ლიგებში დამატებით ტესტებს ჩაატარებენ.

შეგახსენებთ, რომ „ვენგერის თამაშგარე“ ითვალისწინებს შემდეგს: ფეხბურთელი ოფსაიდში იმყოფება მაშინ, როც მთელი სხეულით არის წინ ბოლო მცველზე.

1tv.ge