Uber Technologies-მა დანერგა მთელი რიგი ახალი „მწვანე“ ფუნქციები, მათ შორის ტაქსის შეკვეთისას მხოლოდ ელექტრომანქანების არჩევის ვარიანტი, განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა დარა ხოსროვშაჰიმ.
ეს ვარიანტი ხელმისაწვდომი იქნება მსოფლიოს 40-ზე მეტ ქალაქში, თქვა მან ლონდონში ყოველწლიურ გარემოსდაცვით კონფერენციაზე Go Get Zero გამოსვლისას.