გერმანული საავტომობილო კონცერნი Volkswagen (VW) მოტოციკლების მწარმოებელი Ducati-ს გაყიდვას განიხილავს, როგორც მისი აქტივების პორტფელის უფრო ფართო გადახედვის ნაწილს, რომელიც ხარჯების შემცირებისკენ არის მიმართული, – წერს Bloomberg.
იტალიური ბრენდი VW-ის საკუთრებაში არსებული 600 კომპანიას შორისაა, რომლებიც აუდიტით არის მოცული, – ამის შესახებ სააგენტოსთან ინტერვიუში VW ჯგუფის კომპანია Audi-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, გერნოტ დელნერმა განაცხადა.
Ducati-ს მომავლის განხილვა VW-ში მიმდინარე ბიზნეს საქმიანობის მიმოხილვის საერთო პროცესის ნაწილია, რომელიც „დისციპლინირებული და პასუხისმგებლიანი პორტფელის მართვისკენაა მიმართული“, – აღნიშნა დელნერმა. მან დასძინა, რომ ჯერ არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული.