თურქული პომიდვრის რუსეთში მიწოდების კვოტა 500 ათას ტონამდე გაიზარდა- ამის შესახებ ინფორმაციას east-fruit ავრცელებს. მათი ცნობით  რუსეთმა თურქეთიდან პომიდვრის იმპორტის კვოტები 350 ათასი ტონიდან 500 ათას ტონამდე გაზარდა.

რუსეთის ფედერაციის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი ბრძანება უკვე გამოქვეყნებულია იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე.

„დამტკიცდეს რუსეთის ფედერაციაში საქონლის <…> ახალი ან გაცივებული პომიდვრის იმპორტის ნებადართული მოცულობა – 500 000 ტონა“, – ნათქვამია დოკუმენტში.

2016 წლის დასაწყისიდან 2017 წლის ნოემბრამდე აკრძალული იყო თურქული პომიდვრის რუსეთში მიწოდება. 2018 წლის მარტში თურქეთიდან 50 ათას ტონამდე პომიდვრის იმპორტის კვოტა შემოიღეს. მომავალში კვოტა თანდათან გაიზარდა.

EastFruit-ის ცნობით, თურქეთიდან პომიდვრის ექსპორტის მოცულობამ მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში 325 241 ტონა 326,1 მილიონი დოლარი შეადგინა.

აღნიშნულ პერიოდში თურქული პომიდორი 48 ქვეყნის თაროზე შემოვიდა.