11 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, თურქული ლირა ახალ მინიმუმამდე დაეცა. Investing.com-ის მონაცემებით, 1 დოლარის ღირებულება 29 ლირა გახდა.

ვაჭრობის გახსნის მომენტისთვის ვალუტის კურსი 28,95 ლირა იყო, ხოლო ვაჭრობის დასასრულს კურსი 29,01 ლირამდე დაეცა.

ზაფხულის დასაწყისში დოლარი დაახლოებით 21 ლირა ღირდა, წლის დასაწყისში კი - 13,5 ლირა. რუსულ რუბლთან და არგენტინულ პესოსთან ერთად, ლირა ერთ-ერთ ყველაზე ცუდ ვალუტად დასახელდა.

ნოემბრის დასაწყისში თურქული ვალუტა რეკორდულად გაუფასურდა და მანამდე არსებულ ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაეშვა, როცა 1 დოლარის ღირებულება 28,6 ლირა გახდა.