თურქეთის მთავრობამ მინიმალური ხელფასი 34%–ით  – 8 500 ლირიდან ($360) 11 402 ლირამდე ($480) გაზარდა. სააგენტო Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ შრომის მინისტრმა ვედათ იშიქხანმა განაცხადა.

სააგენტოს ცნობით, მინიმალური ხელფასის გაზრდამ თურქეთის მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა უნდა გაზარდოს იმის გათვალისწინებით, რომ მესამედზე მეტი მინიმალურ ხელფასზე მუშაობს. თუმცა, ამან შესაძლოა კიდევ უფრო დააჩქაროს ქვეყანაში ისედაც მაღალი ინფლაცია. 

gbc.ge