თურქეთში 2 მაისს ევროპაში უდიდესი მზის ელექტროსადგური გაიხსნა. თურქული მედიის ცნობით, „კარაპინარის“ მზის ელექტროსადგური მოიცავს 2800 ფეხბურთის მოედნის ფართობს და შეიცავს 3,3 მილიონ მზის პანელს.

სამონტაჟო სამუშაოები 2020 წლის იანვარში დაიწყო Kalyon Energy-ის მიერ კონიას რაიონში. ელექტროსადგურის სრული სიმძლავრის მოყვანის შემდეგ ის ორი მილიონი ადამიანის ელექტრომოთხოვნილებას დააკმაყოფილებს. ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 1,35 გვტ. „კარაპინარი“ უზრუნველყოფს თურქეთის მთლიანი წლიური ელექტროენერგიის მოთხოვნის 1%-ს.

ელექტროსადგურის მშენებლობა შესაძლებელი გახდა დიდი ბრიტანეთის მთავრობისა და მსოფლიო ბანკის დაფინანსების წყალობით. პროექტში მთლიანმა ინვესტიციამ 1 მილიარდი დოლარი შეადგინა.