თურქეთიდან პომიდვრის ექსპორტის მოცულობამ მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში $326 99 000 შეადგინა. მონაცემებს სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიის ექსპორტიორთა ასოციაცია (GAIB) ავრცელებს. 

GAIB-ის მონაცემებით, 2022 წელს თურქეთიდან პომიდვრის ექსპორტი 54 ქვეყანაში განხორციელდა, რომლის  მოცულობამ $377 418 000 დოლარი შეადგინა. 

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში თურქული პომიდვრის წამყვანი იმპორტიორი რუმინეთი გახდა. ამ პერიოდში თურქეთმა რუმინეთში $60 783 000 დოლარის პომიდვრის ექსპორტი განახორციელა. მას მოსდევს უკრაინა - $ 51 მლნ-ით, პოლონეთი - $38,5 მლ-ით გერმანია - $35 მლნ-ით