გახანგრძლივებული წვიმის გამო თურქეთის ქალაქ ადანას ქუჩები წყლით დაიფარა. შედეგად დაზიანდა თებერვლის მიწისძვრის შედეგად უკვე დაზიანებული შენობები.

 ადანა  ხმელთაშუა ზღვის სანაპიროდან 50 კილომეტრში მდებარეობს. ცნობილი გახდა, რომ დაზიანდა ადგილობრივი მოსახლეობის მანქანებიც. გარდა ამისა,  170 კარავი, რომლებშიც მიწისძვრის შედეგად დაზარალებულები ცხოვრობდნენ.

შეგახსენებთ, რომ  პარასკევს, 21 აპრილს, თურქეთის პროვინცია კაჰრამანმარასში ქარიშხალი იყო, სტიქიის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, 44 კი დაშავდა.