თურქეთის მიზანი რუსეთთან კარგი ურთიერთობები ქონაა, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სივასის პროვინციაში გამართულ წინასაარჩევნო მიტინგზე განაცხადა.
ერდოღანმა ამ განცხადებით პრეზიდენტობის ოპოზიციონერ კანდიდატს ქემალ კილიჩდაროღლუს უპასუხა, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, რუსეთისთვის სანქციების დაწესებით იმუქრება.
„ბატონი ქემალი უკმაყოფილოა, რომ მე კარგ ურთიერთობებს ვინარჩუნებ ბატონ პუტინთან. ის ამბობს: „მე დავემორჩილები დასავლეთს, დავაწესებთ სანქციების პუტინის წინააღმდეგ“. ბატონო ქემალ, თქვენ აბსოლუტურად ვერ ერკვევით პოლიტიკაში, წადით, დაისვენეთ,“ – განაცხადა ერდოღანმა.
ერდოღანმა ისიც თქვა, რომ ის ასევე მხარს უჭერს პოზიტიური ურთიერთობების შენარჩუნებას აშშ-თან, დასავლეთის სხვა ქვეყნებთან და ჩინეთთან.
მან აზერბაიჯანთან თანამშრომლობის განვითარებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, თურქეთის ტერიტორიაზე მაღალსიჩქარიანი სარკინიგზო მაგისტრალი აშენდება, რომელიც ბაქომდე მივა.
„ლონდონიდან წამოსული მატარებელი ჩვენი ქვეყნის გავლით პეკინამდე ჩასვლას შეძლებს. რა თქმა უნდა ჩვენ ამ ყველაფრის რეალიზაციას აზერბაიჯანთან ერთად მოვახდენთ“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 მაისს გაიმართება.