თურქეთის გეოპოლიტიკური და სტრატეგიული მნიშვნელობა ვერ აანაზღაურებს მის მიერ ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმების დარღვევას, კერძოდ, დემოკრატიული სტანდარტების დაცვის მნიშვნელობას. ამიტომ, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი უნდა გაიყინოს. ამის შესახებ ევროპარლამენტი იტყობინება.

ევროპარლამენტის წევრებმა თურქეთის ევროინტეგრაციის საკითხზე ანგარიში უკვე მიიღეს.

„არსებულ ვითარებაში, თურქული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის დემოკრატიული და პროევროპული მისწრაფებების მიუხედავად, თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის აღდგენა შეუძლებელია“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ვრცლად: news.liga.net